17 ოქტომბერს ბულგარეთში მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 17 ოქტომბერს მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება. დღევანდელი მონაცემებით, ვაჟებში 49 გუნდი იასპარეზებს, მანდილოსნებში - 16. მათ შორის იქნება თბილისის "სამაია", რომელიც შეჯიბრებაზე წლეულსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით გაემგზავრება.

გუშინ ჩვენს ქალთა გუნდს სეოკ-ში საზეიმო გაცილება მოუწყვეს. "სამაიას" გზა დაულოცეს და წარმატება უსურვეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, ჭადრაკის ფედერაციის თავკაცმა გია გიორგაძემ, გუნდის საბრძოლო განწყობილებაზე კაპიტანმა და მწვრთნელმა ხვიჩა სუპატაშვილმა ილაპარაკა, რომელმაც აღნიშნა, რომ შარშანდელი მესამე ადგილის გაუმჯობესებას შეეცდებიან.

გია ნაცვლიშვილი: - სასიამოვნოა, რომ ქართველ ქალთა გუნდს ისევ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე მეწინავეობს. ჩვენც და კლუბის წევრებსაც მისი გვეიმედება. ალბათ, მხოლოდ "სამაია" იქნება ტურნირზე ერთი ქვეყნის დიდოსტატებით დაკომპლექტებული, მაშინ, როცა სხვა კლუბებს პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკეები ჰყავთ მიწვეული და ფაქტობრივად, მსოფლიოს ნაკრებების დონეზე იქნებიან წარმოდგენილი. ყოველივეს მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენები პლოვდივიდან ხელდამშვენებული დაბრუნდებიან.

მაია ჩიბურდანიძე: - საკლუბო ჩემპიონატზე ბევრად უფრო დაძაბული სიტუაციაა-ხოლმე, ვიდრე მსოფლიოს და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე, რადგან დისტანცია საგრძნობლად მოკლეა, ასე ვთქვათ, სპრინტერული, სულ შვიდი ტურისგან შედგება, ერთმა წაფორხილებამ, შესაძლოა, მედალი დაგაკარგვინოს. ამგვარ რეჟიმში სხვა დროსაც გვითამაშია, ამიტომ არ გვეშინია, "სამაიას" წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და საბრძოლველად შემართული. მით უმეტეს, რომ სამმა მათგანმა წარმატებით ითამაშა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიდაზე. უფლის შეწევნით, ალბათ, პლოვდივშიც ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდება.

- ოლიმპიადა ახსენეთ. გული არ გწყდებათ, ხანტი-მანსიისკში რომ არ ითამაშეთ?

- მაშინ ვინანებდი, ჩვენები უმედლოდ რომ დარჩენილიყვნენ. მიხარია, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასეთი კარგი შედეგი აჩვენა. მსგავს ფორუმზე მესამე ადგილი იოლი მოსაპოვებელი არ არის. ჩვენს გოგონებს ვულოცავ წარმატებას.

- როგორც ვხედავთ, მაია ჩიბურდანიძე აქტიურ ჭადრაკში რჩება. ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს სამომავლოდ რა გეგმები აქვს?

- უპირველესად, ცხადია, პლოვდივში გუნდთან ერთად შედეგიანად ვითამაშო. დეკემბერში თურქეთი ოლიმპიური სისტემით მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს 64 მოჭადრაკის მონაწილეობით. იმ შეჯიბრებისთვისაც მოვემზადები და იქაც მოვსინჯავ ძალებს...

ახლა კი ისევ საკლუბო ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. უკვე გაუწყეთ, რომ ვაჟებში 49 გუნდია დარეგისტრირებული, ქალებში კი - მხოლოდ 16. მათ შორის ვერ ვხედავთ შარშანდელ ჩემპიონ ვიდნოეს (რუსეთი) "სპარტაკს", რომლის ღირსებასაც რუსი დები - ტატიანა და კატერინა კოსინცევები, ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა და უკრაინელი კატერინა ლახნო იცავდნენ. სამაგიეროდ, წლეულს ორ მათგანს საშუალო რეიტინგით შეჯიბრების #1 ფავორიტ რუსეთის AVS-ის შემადგენლობაში ვხედავთ. ესენი არიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი სტეფანოვა (2551) და ევროპის ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული ლახნო (2539). მათ მხარდამხარ პლოვდივში იბრძოლებენ ნატალია პოგონინა (2491), მარია მუზიჩუკი (2464) და ანასტასია სავინა (2404).

შეჯიბრებაში არ მონაწილეობს საკლუბო ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული და წინა წლის ვერცხლის პრიზიორი "მონტე კარლო", რომელმაც მაკედონიაში ინდოელ ჰამფი კონერუს, მსოფლოის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგს (შვედეთი), მონიკა სოჩკოსა (პოლონეთი) და ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი) მოუყარა თავი. შარშანდელ ოქროს და ვერცხლისმედალოსნებს, კიდევ რამდენიმე კლუბს, ეტყობა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თავისი კვალი დაამჩნია.

ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი სერბეთის გუნდი (ვიქტორია ჩმილიტე, ლიტვა-2513, მონიკა სოჩკო-2486, ქეთევან არახამია-გრანტი, შოტლანდია-2451, ევროპის ჩემპიონი ეკატერინა ატალიკი, თურქეთი-2447, ანასტასია ბოდნარუკი, რუსეთი-2399). მესამე ადგილზეა "სამაია" (მაია ჩიბურდანიძე-2500, ლელა ჯავახიშვილი-2451, სალომე მელია-2439, ნინო ხურციძე-2435, ბელა ხოტენაშვილი-2464). შემდეგ მოდის ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული სომხეთის "მიკა" (ელინა დანიელიანი-2466, ინდოელი ჰარიკა დრონავალი-2515, ლილით მკრტიჩიანი-2484, ლილით გალოიანი-2373). სხვათა შორის, "მიკას" აღზევებისას ერევნელთა პირველ დაფაზე მაია ჩიბურდანიძე თამაშობდა. იმედია, ქართველი დიდოსტატი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამჟამად "სამაიასთან" ერთად ავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

kopala
ეს მონტე-კარლოს გუნდია 1. Cercle d'Echecs de Monte Carlo (RtgAvg:2554 / TB1: 0 / TB2: 0) Bo. Name Rtg FED FideID Games 1 GM Koneru Humpy 2593 IND 5008123 1,0 2 GM Hou Yifan 2578 CHN 8602980 0,0 3 IM Muzychuk Anna 2535 SLO 14111330 1,0 4 GM Cramling Pia 2509 SWE 1700030 1,0 5 IM Skripchenko Almira 2464 FRA 13900145 1,0
kopala
წარმატება გოგონებს
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის