უკრაინული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 20 წლის ქართველი ლეგიონერის დაბრუნების საკითხი გადაწყვიტა
ამა წლის ოქტომბერში, "ლელოსთან" ინტერვიუში თორნიკე ოქრიაშვილმა პირველად განაცხადა, რომ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დონეცკის "შახტარში" დაბრუნებას ელოდა, საკითხი კი 90 პროცენტით გადაწყვეტილი არისო.

დონეცკის "შახტარმა" საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა და შვილობილ კლუბში, მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით გაუშვა.

შეთანხმების ვადა მაისში იწურებოდა, მაგრამ ოქრიაშვილის უკრაინულ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობა რეალურია, რაც უკრაინულმა მედიამაც გააჟღერა.

"ფუტბოლ ნიუსი" ამტკიცებს, რომ "შახტარის" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 20 წლის ქართველი ლეგიონერის დაბრუნების საკითხი გადაწყვიტა.

"მეც ასე ვიცი, რომ იანვრიდან "შახტარში" დავბრუნდები. უკრაინიდან "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე დამიკავშირდა და დონეცკის კლუბში დაბრუნება მომილოცა. მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია", - ეს 16 დეკემბერს ოქრიაშვილმა "ლელოს" უთხრა.

ადრე ოქრიაშვილი ამბობდა, რომ "შახტარი" მისი დაბრუნებით სანაკრებო შეხვედრების შემდეგ დაინტერესდა. უკვე ორი წელია, რაც უკრაინაში თამაშობს, ფიზიკურად მოღონიერდა და სეზონის პირველ ნაწილში "ილიჩივეცის" სათადარიგოთა სკამიდან ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლა.

თუმცა მარიუპოლელთა მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ოქრიაშვილს უჩვეულო პოზიციაზე, თავდასხმაში ათამაშებდა.

უკრაინულ მედიაში საინტერესო მონაცემებს წავაწყდით: პირველი წრის ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემების დაგროვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოქრიაშვილი მარიუპოლელთა შორის საუკეთესო დრიბლიორია - მას 77 წარმატებული რეიდი დაუგროვდა. ასევე, გუნდში ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა დააგროვა - 231.

"ილიჩივეცის" დამრიგებელი პავლოვი ამბობს, რომ ოქრიაშვილმა სეზონი კარგად დაიწყო, მშვენიერი პრესა ჰქონდა, მაგრამ ბოლოში გადაიღალაო. მისი თავდასხმაში დაყენება კი არსებული მდგომარეობით ახსნა, რადგან თავდამსხმელები დაშავებულნი არიან.

უკრაინის ჩემპიონატში ქართველმა ლეგიონერმა 16 ტურში ერთი გოლი მიითვალა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელორუსს რომ მოუგო, ოქრიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა: პორტუგალიური ტელევიზიის, TVGOLO.COM-ის ყოველკვირეულ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით საუკეთესოდ სწორედ ქართველის გოლი დაასახელეს. წლის ბოლოს კი "ტრანსფერმარკტმა" თორნიკეს მიახლოებითი სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევროდ დაასახელა.

ასევე დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის "ილიჩივეცის" მეორე ქართველის, საქართველოს ნაკრების წევრის, დავით თარგამაძის სატრანსფერო უფლებები, მაგრამ ჯერ მის დაბრუნებაზე არაფერი ისმის.

ოქრიაშვილი ადასტურებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bujanga
არაა ეს ბავშვი ამ დონეზე სათამაშოდ..დრო ჭირდება...კიდევ ერთი ჩვენი გასაჭირი..ფიზიკური მომზადება..არასწორად გაზრდილი ბავშვები ვერ იმიკვდრებენ თავს...რას ვეძახით ფიზიკურ მომზადებას ..გავარკვიოთ...
Burton
ავტორო, განა მარტო თავის გუნდში, არამედ მთელ ჩემპიონატში საუკეთესო იყო მაგ კომპონენტებში, რაც გიწერიათ. + ასევე ყველაზე მეტჯერ სწორედ მასზე დაჯარიმდნენ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო