მართალია, "ელ ტიგრე" ფალკაომ თავიდან მშვენიერი გოლი გაიტანა, მაგრამ "ვეფხვმა" ამით უფრო საშიში მხეცი გააღვიძა

მართალია, "ელ ტიგრე" ფალკაომ თავიდან მშვენიერი გოლი გაიტანა, მაგრამ "ვეფხვმა" ამით უფრო საშიში მხეცი გააღვიძა, რომელსაც "ბარსელონა" ჰქვია - 4:1. ასეთია ტიტო ვილანოვას გუნდის პასუხი, ლეო მესის ანგარიშზე კი მორიგი დუბლია.

ახლა მესის 2012 წელს 90 გოლი აქვს გატანილი და რეზერვში ერთი მატჩიც რჩება. რაც მთავარია, ამ განადგურებით კატალონიელებმა, ფაქტობრივად, ჩამოიცილეს "ატლეტიკო" საჩემპიონო რბოლიდან.

"რეალი"? "რეალზე" საერთოდ არ არის ლაპარაკი. მხოლოდ ერთ ისტორიას მოვყვებით: "ესპანიოლთან" მატჩის რეპორტაჟს (რომელიც 2:2 მორჩა) "მარკას" მავანი რეპორტიორი წერდა.

აი, როგორ დაიწყო მან წერილი: "გუშინ პრესკონფერენციისას მოურინიომ ყურში წამჩურჩულა - მე "ტოპი" ვარ მწვრთნელებში, აი, შენ კიდევ *** ხარ ჟურნალისტებში. ვფიქრობთ, ვინ ვინ არის, დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკეთ გამოჩნდა"...

ორიანი მსაჯს

"ხეტაფე" 10-კაციან "ოსასუნასთან" მარცხს დიეგო კასტრომ გადაარჩინა, რომელმაც 93-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა - 1:1.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო საგოლე მომენტი გააცუდეს, ნინო და ალვარო ვასკესმა 100%-იანი შანსები გაანიავეს. თამაში მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, რაც არგენტინელმა ემილიო არმენტეროსმა მასპინძელი ვალერა "მოჩეხა" და "ოსასუნა" კაცნაკლული დატოვა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, კიკე სოლამ "ხეტაფეს" მცველებს აჯობა და ანგარიში გახსნა. ნავარელებს 3 ქულა ჯიბიდან ამოაცალეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმართა კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა.

ვფიქრობთ, ოიერს ხელით არ უთამაშია. მსაჯ ტეიშეირა ვიტიენესს "მარკამ" 10-ბალიანი სისტემით 2-იანი დაუწერა.

გორკა მხსნელი

თამაშის მე-10 წუთზე "ბილბაოს" ცენტრფორვარდის, არიც ადურისის თავური (მისთვის მე-10 გოლი სეზონში) საკმარისი აღმოჩნდა ბალეარებზე სამი ქულის მოსაპოვებლად, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, გორკა ირაისოსის დიდებული თამაშიც, ბასკთა გოლკიპერმა რამდენჯერმე იხსნა გუნდი.

"მალიორკამ" კი ბოლო 11 ტურში მე-9 მარცხი იგემა და გუნდში თუ არაფერი შეიცვალა (მწვრთნელიდან დაწყებული), "მალიორკას" კატასტროფა ელის.

ხუთი ტურია, ვერ გააქვთ

"გრანადას" საქმეც ვერ არის კარგად - ანდალუსიელებს ზედიზედ 5 ტურია, გოლი არ გაუტანიათ! საპირისპირო მდგომარეობაა ბასკურ კლუბში - სანსებასტიანელებს 7 ტურია, არ წაუგიათ და "გრანადასთან" მატჩშიც მეტოქეზე მეტად იმსახურებდნენ წარმატებას. ამბობენ, ანდალუსიელთა მწვრთნელს, ხუან ანტონიო ანკელას დღე-დღეზე მოხსნიანო.

პელეგრინიმ დერბი მოიგო

"სანჩეს პისხუანზე" "მალაგამ" უმნიშვნელოვანესი დერბი მოიგო - გოლები მე-2 ტაიმში არგენტინელმა მარტინ დემიკელისმა და პორტუგალიელმა ელიზეუმ (პენალტით) გაიტანეს. არადა, პელეგრინის გუნდმა პირველი ტაიმი ცუდად ითამაშა და "სევილიას" რამდენჯერმე გადაურჩა. თუნდაც ალვარო ნეგრედოს გასროლას გავიხსენებთ - ბურთი ძელმა აისხლიტა.

მასპინძლები მეორე ტაიმში დაისაჯნენ - ჯერ მარტინ დემიკელისმა თავურით ანგარიში გახსნა, შემდეგ ხოაკინ სანჩესი საჯარიმოში ხელით დაიჭირა ფედერიკო ფასიომ, წითელი ბარათი მიიღო და პენალტიც დაინიშნა, რომელიც ელიზეუმ გოლად აქცია.

"სევილიამ", ქულებთან ერთად, ტრავმების გამო ივან რაკიტიჩი და დიეგო პეროტი დაკარგა.

ლევანტე კვლავ გვაოცებს

ორი სეზონია, "ლევანტე" საფეხბურთო სამყაროს აოცებს - ვეტერანებით დაკომპლექტებული, მცირებიუჯეტიანი ვალენსიური კლუბი მოწინავეთა შორის ადგილს არ კარგავს. როგორც ჩანს, არც უახლოეს მომავალში აპირებს - მე-19 წუთზე თამაშის ერთადერთი გოლი სტუმართა 19 წლის ნახევარმცველმა რუბენ გარსიამ გაიტანა.

ეს მისი ზედიზედ მეორე გოლია. სხვათა შორის, ორი წუთით ადრე არბიტრმა აშკარა პენალტი არ დანიშნა სტუმართა კარში - დავიდ ნავაროს სეპუნარუს ეუხეშა, თუმცა მსაჯმა ამაზე თვალი დახუჭა. საერთო ჯამში, "ლევანტემ" წარმატებას დაცვაში კომპლექსური და თითქმის უშეცდომო თამაშის წყალობით მიაღწია.

ყოფილმა ფეხბურთელმა გაუტანა

ერნესტო ვალვერდეს დებიუტი "მესტალიაზე" მარცხით დასრულდა - ერთადერთი გოლი (პენალტით) "ღამურებს" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალეხანდრო "ჩორი" დომინგესმა გაუტანა.

არადა, აქამდე ვალვერდეს ხელმძღვანელობით "ვალენსიამ" სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ "მშრალად" მოიგო. ყველაფერში დამნაშავე არგენტინელი ტინო კოსტაა. მის შეცდომას მოჰყვა პენალტი, რომელიც მისმა თანამემამულემ "ელვებისთვის" 3 ქულის მომტან გოლად აქცია.

სხვათა შორის, "მესტალიაზე" წინა 13 ვიზიტისას მადრიდელებს ვერ მოეგოთ.

ტიტული თითქმის დაკარგულია

"სანტიაგო ბერნაბეუზე" მოულოდნელად "ესპანიოლი" დაწინაურდა, სერხიო გარსიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა იკერ კასილიასის კარში. ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ დასწრებაზე ითამაშა და ანგარიშიც გაათანაბრა.

მეორე ტაიმი დაიწყო და სუფთა პორტუგალიური კომბინაცია "რეალის" მეორე გოლით დასრულდა - რონალდომ ფაბიო კოენტრაოს გაატანინა.

თუმცა "სამეფო კლუბმა" ვერ შეინარჩუნა უპირატესობა ბოლოსწინაადგილოსან გუნდთან, ხუან ალბინმა "რეალის" საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და "ესპანიოლს" მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა. "როგორც ჩანს, ტიტულს ვეღარ შევინარჩუნებთ", - ასეთი იყო ჟოზე მოურინიოს კომენტარი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური

ხეტაფე-ოსასუნა 1:1

გოლები: 0:1 კიკე სოლა (84), 1:1 დ. კასტრო (93)

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, აბრაამი, მანე - ხ. ტორესი, მიჩელი - პედრო ლეონი (62. დ. კასტრო), ბარადა (74. გავილანი), ლაფიტა - ა. ვასკესი (69. ალკასერი).

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, არიბასი, ფლანიო, ნანო (66. ბერტრანი) - სეხუდო (79. ოიერი), ნინო, არმენტეროსი - კიკე სოლა (87. ტიმორი).

გაფრთხილება: ლოპო, ლაფიტა, მიჩელი, ვალერა - ნანო, სოლა, პუნიალი, ოიერი

გაძევება: არმენტეროსი (77)

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 8-7 (2-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 7 800

მალიორკა-ბილბაო 0:1

გოლი: 0:1 ადურისი (10)

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ნუნიეში, ჟერომელი, ბიგასი - პინა, მარკესი (72. მარტი) - არისმენდი (85. ალფარო), ვიქტორი, ჯოვანი დოს სანტოსი (73. ბრანდონი) - ჰემედი.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ლაპორტე, აურტენეჩე - სან ხოსე, ანდერი - სუსაეტა (63. ი. გომესი), დე მარკოსი (79. გურპეგი), მუნიაინი (88. ტოკერო) - ადურისი.

გაფრთხილება: ბიგასი, ჟერომელი, ბრანდონი - სან ხოსე, ლაპორტე, სუსაეტა

კუთხური: 15-3; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-12 (4-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 8 000

გრანადა-სოსიედადი 0:0

გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა (71. ანგულო) - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე (68. ხაიმე), ბრაიმი (61. ელ-არაბი), დ. ბენიტესი - იგჰალო.

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ზურუტუზა (70. პარდო), ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, ველა, გრიზმანი (74. გ. კასტრო) - იფრანი (80. აგირეჩე).

გაფრთხილება: ნიომი, იგჰალო, ხაიმე - კ. მარტინესი, პრიეტო, ველა

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 27-5; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-15 (4-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 20 000

სევილია-მალაგა 0:2

გოლები: 0:1 დემიკელისი (49), 0:2 ელიზეუ (70-პენ)

სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - კოკე (56. სისინიო), ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, კონდობია (56. რეიესი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (68. დელ მორალი), პეროტი - ნეგრედო.

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, იტურა (46. ს. სანჩესი) - ხოაკინი (70. სავიოლა), ისკო (78. პორტილიო), ელიზეუ - სანტა კრუსი.

გაფრთხილება: სპაჰიჩი - იტურა, ველიგტონი, კამაჩო, სანჩესი

გაძევება: ფასიო (69)

კუთხური: 10-7; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-9 (2-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 36 000

სარაგოსა-ლევანტე 0:1

გოლი: 0:1 რუბენ გარსია (19)

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - გონი (46. პარედესი), სეპუნარუ, ალვარო, აბრაამი - მოვილია, აპონიო - სუკულინი (46. ე. ორიოლი), ვ. როდრიგესი (73. ორტი), მონტანიესი - პოშტიგა.

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი, იბორა - მიჩელი (57. ელ-ჟარი), ბარკერო (86. როხერი), რუბენ გარსია (77. ხუანლუ) - მარტინსი.

გაფრთხილება: სეპუნარუ, პოშტიგა, მოვილია, აპონიო - იბორა, მარტინსი, ლელი, დიოპი, ხუანლუ

გაძევება: ლელი (94)

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-10 (2-3); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 23 000

ვალენსია-ვალეკანო 0:1

გოლი: 0:1 ა. დომინგესი (83-პენ)

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი (74. სისოკო), რ. კოშტა, გუარდადო - ბანეგა, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი (62. ბერნატი), პიატი (46. პარეხო) - სოლდადო.

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო (66. რუბენი) - ტიტო (78. ნაჩო), გალვესი, ამატი, კასადო - ტრაშორასი, ადრიანი - ფ. ვასკესი (63. ლ. ბანგურა), ა. დომინგესი, პიტი - ლეო კარილიო.

გაფრთხილება: კოსტა, პარეხო - ვასკესი, პიტი, ამატი, კასადო, რუბენი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-8 (2-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 38 000

რეალი-ესპანიოლი 2:2

გოლები: 0:1 ს. გარსია (30), 1:1 რონალდო (45), 2:1 ფ. კოენტრაო (47), 2:2 ალბინი (88)

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, მოდრიჩი (46. დი მარია), რონალდო - კალეხონი (72. მორატა).

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი (58. კაპდევილა) - ფორლინი, ვ. სანჩესი - ვაკასო (28. ალფონსო), ვერდიუ (69. ალბინი), სიმაო - ს. გარსია.

გაფრთხილება: ალონსო, რონალდო - ვაკასო, ალფონსო, სანჩესი, ალბინი

კუთხური: 11-7; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 29-12 (10-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.

მაყურებელი: 77 000

Video

რეალი - ესპანიოლი 2:2

ბარსელონა-ატლეტიკო 4:1

გოლები: 0:1 ფალკაო (31), 1:1 ადრიანო (36), 2:1 ბუსკეტსი (45), 3:1 მესი (57), 4:1 მესი (87)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო (84. დანი ალვეში), პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (79. ვილია), მესი, სანჩესი (74. ტ. ალკანტარა).

ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში (46. კატა დიასი) - კოკე, მ. სუარესი (55. ადრიან ლოპესი), გაბი, არდა თურანი - დ. კოშტა (59. ტიაგო) - ფალკაო.

გაფრთხილება: ალკანტარა - სუარესი

კუთხური: 9-5; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-8 (6-1); ბურთის ფლობა: 74%-26%.

მაყურებელი: 95 000

Video

ბარსელონა - ატლეტიკო 4:1

დეპორტივო-ვალიადოლიდი 17 დეკემბერი. 23:00

სელტა-ბეტისი 17 დეკემბერი. 00:30

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბარსელონა

16

15

1

0

54-18

46

2

ატლეტიკო

16

12

1

3

36-17

37

3

რეალი

16

10

3

3

39-14

33

4

მალაგა

16

8

4

4

25-10

28

5

ლევანტე

16

8

3

5

21-21

27

6

ბეტისი

15

8

1

6

24-26

25

7

ხეტაფე

16

7

3

6

19-21

24

8

სოსიედადი

16

6

4

6

22-19

22

9

ვალეკანო

16

7

1

8

19-32

22

10

ვალიადოლიდი

15

6

3

7

22-18

21

11

ვალენსია

16

6

3

7

19-24

21

12

ბილბაო

16

6

3

7

21-32

21

13

სევილია

16

5

4

7

21-24

19

14

სარაგოსა

16

6

1

9

18-24

19

15

სელტა

15

4

3

8

16-20

15

16

ოსასუნა

16

3

5

8

13-17

14

17

გრანადა

16

3

4

9

11-24

13

18

მალიორკა

16

3

4

9

14-28

13

19

ესპანიოლი

16

2

6

8

17-26

12

20

დეპორტივო

15

2

5

8

21-37

11

ბომბარდირები

25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური

20 დეკემბერი:

რაიო ვალეკანო-ლევანტე, რეალ სოსიედადი-სევილია, ესპანიოლი-დეპორტივო.

21 დეკემბერი:

ვალენსია-ხეტაფე, ატლეტიკო-სელტა.

22 დეკემბერი:

ბეტისი-მალიორკა, ვალიადოლიდი-ბარსელონა, მალაგა-რეალი, ოსასუნა-გრანადა, ბილბაო-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა