18-21 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონი "სალერის თასის" გათამაშებას უმასპინძლებს, სადაც 1997 წელს დაბადებულთა გუნდები იასპარეზებენ
18-21 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონი "სალერის თასის" გათამაშებას უმასპინძლებს. ტურნირის ორგანიზატორია საფეხბურთო კლუბი "საბურთალო".

კლუბის გენერალური დირექტორის, კახა ჭუმბურიძის თქმით, ტურნირზე ითამაშებენ 1997 წელს დაბადებულთა გუნდები.

ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო მატჩები გველის, რადგან "საბურთალოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" გარდა, მთავარი პრიზისთვის ორი უცხოური კლუბი იბრძოლებს: უკვე მეორე წელია, რაც მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ "ვიტესს" აგზავნის.

წლეულს მეორე უცხოური კლუბი ესპანური "მალაგა" იქნება, რომელსაც თბილისის "დინამოს" აკადემიის ყოფილი დირექტორი ანდრეს კარასკო ჩამოიყვანს. სავარაუდოდ, ამ გუნდში ითამაშებს "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გიორგი არაბიძეც, რომელიც ნოემბერში "მალაგაში" ისინჯებოდა.

კარასკოს "მალაგასთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება. არაა გამორიცხული, ამის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა "საბურთალოსთან" ითანამშრომლოს.

მატჩები წრიული სისტემით გაიმართება, რომლის შემდეგაც ფინალისტები და მე-3 ადგილისთვის მებრძოლები გამოვლინდებიან.

მატჩების განრიგი:

18 დეკემბერი

13:00 "ვიტესი"-"ლოკომოტივი"

16:00 "საბურთალო"-"მალაგა"

19 დეკემბერი

12:00 "მალაგა"-"ლოკომოტივი"

15:00 "საბურთალო"-"ვიტესი"

20 დეკემბერი

12:00 "მალაგა"-"ვიტესი"

15:00 "საბურთალო"-"ლოკომოტივი"

21 დეკემბერი

მატჩი მე-3 ადგილისთვის - 13:00

ფინალი - 16:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეს კარასკო: საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები

giorgi
ისე, რა კარგად ჟღერს: საბურთალო-მალაგა... ღმერთმა ისეთი დრო მოიყვანოს, სოლოლაკი-ბარსელონა იმართებოდეს:)))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა