შსს-ს შენამატი თბილისში 20-საათიანი მგაზვრობის შემდეგ ჩამოვიდა და იმავე დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში მოისურვა
დღესვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ მე-20 ჩემპიონატი ბოლო წლების ყველა პირველობასთან შედარებით მაღალი დონისა იქნება. სოხუმის ამერიკელ ახალწვეულებზე არაერთხელ დავწერეთ. დღეს შსს-ს შენამატზე - ტროი კოტონზე მოგახსენებთ. იგი გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და, შსს-ელთა თქმით, მაღალ კლასსაც ავლენს...

- ტროი კოტონი თბილისში 20-საათიანი მგაზვრობის შემდეგ ჩამოვიდა და იმავე დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში მოისურვა. მან შესაძლებლობებში პირველივე დღეს დაგვარწმუნა, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, პლეიმეიკერობაც შეუძლია და მსროლელის ფუნქციებსაც კარგად ასრულებს, - გვითხრა შსს-ს პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ და დასძინა, პირველადი შთაბეჭდილება დადებითია, თუმცა სჯობს, ოფიციალურ შეხვედრებს დაველოდოთ. ვფიქრობ, იქ უკეთ გამოვლინდება ტროი კოტონის შესაძლებლობებიო.

ამერიკელ უკანახაზელთან უკვე გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც 1+1 სისტემისაა.

ვიდრე კოტონს საქმეში ვნახავთ, მის კარიერას გადავხედოთ. ტროი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "გრინ ბეის" ღირსებას იცავდა. შარშან მისმა გუნდმა კოლეჯების ლიგაში, "ჰორიზონის" კონფერენციაში მესამე ადგილი დაიკავა. შსს-ს ახალწვეული 35 მატჩში საშუალოდ 32.8 წუთს თამაშობდა, 12.7 ქულას, 3.0 მოხსნას, 1.0 პასს და 0.8 ჩაჭრას აგროვებდა. შეცდომების საშუალო რაოდენობა დაბალი ჰქონდა - 1.1. 17 მარტს კოტონმა სეზონის რეკორდი დაამყარა - 36 ქულა "აკრონს" ჩაუგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა