კონტინენტის პირველობის ისტორიაში აქამდე მხოლოდ სამ ქვეყანას ჰქონდა მოგებული ოქროს მედალი და ახლა ამ ტრიოს ჩერნოგორია შეუერთდა
ევროპულ ქალთა ხელბურთს ახალი ლიდერი ჰყავს. კონტინენტის პირველობის ისტორიაში აქამდე მხოლოდ სამ ქვეყანას ჰქონდა მოგებული ოქროს მედალი და ახლა ამ ტრიოს ჩერნოგორია შეუერთდა.

ამ გუნდმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ფინალში დრამატული ბრძოლა მოუგო აღიარებულ ლიდერს, ოლიმპიურ ჩემპიონს ნორვეგიას და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ლონდონის ოლიმპიადის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს. ახლა კი რევანში შედგა.

თითქმის მთელი თამაში ბურთი ბურთზე მიდიოდა. იყო ერთი მომენტი, კერძოდ, მეორე ტაიმის დასაწყისი, როცა ჩერნოგორიამ სამი ბურთით წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ ნორვეგიამ გამოცდილების ხარჯზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ძირითადი დრო 24:24 დასრულდა. ამასთან, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა სირენამდე 10 წამით ადრე შეძლეს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა.

გამარჯვებული ვერ გამოავლინა პირველმა დამატებითმა ათმა წუთმა - 29:29. მეორე დამატებითი დროის პირველ ტაიმში მეკარეებმა ითამაშეს ბრწყინვალედ და მეტოქეებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს - 30:30.

თითქოს ყველაფერი შვიდმეტრიანების სერიამდე მიდიოდა, მაგრამ აქ ბრწყინვალედ ათამაშდა ჩერნოგორიელთა მეკარე სონია ბარიაკტაროვიჩი, რომელსაც მხარი აუბეს ფრთის მოთამაშეებმა - მილენა კნეჟევიჩმა და კატარინა ბულატოვიჩმა.

მათი მონდომებით მომავალმა ჩემპიონმა ბოლო ხუთ წუთში აშკარად დაჩაგრა ნორვეგია და სამი ბურთით მოიგო მატჩის ეს მოკლე მონაკვეთი - 34:31.

ტურნირის ოლ სტარი

მეკარე: კატრინ ლუნდ ჰარალდსენი (ნორვეგია)

მარცხენა ფრთა: პოლინა კუზნეცოვა (რუსეთი)

მარცხენა ინსაიდი: სანია დამნიანოვიჩი (სერბეთი)

გამთამაშებელი: ანდრეა ლეკიჩი (სერბეთი)

ხაზი: ჰეიდი ლიოკე (ნორვეგია)

მარჯვენა ფრთა: კატარინა ბულატოვიჩი (ჩერნოგორია)

მარჯვენა ინსაიდი: იოვანკა რადიჩევიჩი (ჩერნოგორია)

ტურნირის MVP: ანია ედინი (ნორვეგია)

საუკეთესო დამცველი: ანია ალტჰაუსი (გერმანია)

საუკეთესო ბომბარდირი: კატარინა ბულატოვიჩი (ჩერნოგორია) - 56

საბოლოო კლასიფიკაცია

1. ჩერნოგორია

2. ნორვეგია

3. უნგრეთი

4. სერბეთი

5. დანია

6. რუსეთი

7. გერმანია

8. შვედეთი

9. საფრანგეთი

10. რუმინეთი

11. ესპანეთი

12. ჩეხეთი

13. ხორვატია

14. უკრაინა

15. ისლანდია

16. მაკედონია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა