თბილისის "დინამო" ზამთრის ჩემპიონია! ვინ მოიპოვებს ზედა ექვსეულის ბოლო საგზურს - "ზესტაფონი" თუ "მეტალურგი"?
გასულმა ტურმა ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ გაარკვია; ბოლოს და ბოლოს, პირველი ეტაპის დარჩენილ ორ ტურში ერთადერთი ინტრიგაღა შემორჩა: ზედა ექვსეულის ბოლო საგზურს რომელი გუნდი მოიპოვებს - "ზესტაფონი" თუ "მეტალურგი"?

არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი უკვე მომავალ ტურშივე გაირკვეს, მაგრამ მანამდე შაბათის სუსხიან დღეს ჩატარებული თამაშები გავიხსენოთ და XX ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გვინდა შემოგთავაზოთ.

უპირველესად კი, რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" წარმატება გვინდა ვახსენოთ: ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა პირველი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ზამთრის ჩემპიონობა!

"დინამომ" დარჩენილი 2 მატჩიც რომ წააგოს და უახლოესმა მდევარმა "დილამ" ორივეში გაიმარჯვოს, კონკურენტებს ერთნაირი ქულები ექნებათ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა თბილისელთა მხარეს იქნება და დუშან უჰრინის გუნდი ზამთრის პაუზასაც არაოფიციალური ტიტულის რანგში შეხვდება.

სხვათა შორის, უცხოეთშიც და ჩვენთანაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზამთრის ჩემპიონი სეზონის საბოლოო გამარჯვებული ხდება...

ღირსეული ფავორიტი და ჩისკო!

ზამთრის ჩემპიონს არც ამ ტურში შეჰქმნია პრობლემა და ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ზუგდიდის" კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს იყო დინამოელთა მეათე გამარჯვება მეათე საშინაო შეხვედრაში, - აი, ასეთი 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს დუშან უჰრინის გუნდს საკუთარ მოედანზე.

აღარაფერს ვამბობთ "დინამოს" კიდევ რამდენიმე "სახეცვლილებებზე" - გუნდს საშუალოდ 3 (!) ბურთი გააქვს მეტოქეთა კარში, 20 მატჩიდან კი 9 დიდი ანგარიშით მოიგო!

მოკლედ, "დინამო" ისე ასპარეზობს, ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს რომ ეკადრება. გუნდის ჩეხი მწვრთნელი დუშან უჰრინიც არ ღალატობს "ტრადიციას" და, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ფეხბურთელებს აყენებს ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დინამოს" გაძლიერება არ სჭირდება, - რა თქმა უნდა, სტაბილურობა კარგია, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპზე შემადგენლობის როტაციაც აუცილებელი გახდება.

ამის მიუხედავად, დღევანდელ "დინამოში" 5-6 ისეთი ფეხბურთელია, ძირითად შემადგენლობაში უკონკურენტო რომ არის; ერთ-ერთი მათგანი, რაღა თქმა უნდა, ჩისკოა - 32 წლის ესპანელმა პირველ ეტაპზე უკვე 16 გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია მთლიანად წინა სეზონის მონაგარზე.

სხვათა შორის, ჩისკო სხვა რეკორდზეც "მიდის" - ჩვენს ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" უკვე 11-ჯერ მოხვდა!

მდევარი ფხიზლობს

"დინამოს" მსგავსად, "დაგეგმილი" სამი ქულა მოიპოვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა ფავორიტმა გორის "დილამ" - გიორგი დარასელიას გუნდმა სტუმრად ბათუმის "დინამო" დაამარცხა (2:1).

საინტერესო ფაქტია: თბილისის "დინამო" თუ საკუთარ მოედანზე ასპარეზობს უდანაკარგოდ, "დილას" საუკეთესო შედეგი გასვლით მატჩებში აქვს! გორელებმა სტუმრად 25 ქულა მოაგროვეს, მსგავსი მიღწევით კი პირველ ეტაპზე ვერავინ დაიკვეხნის.

"დილა" კვლავაც აგრძელებს "დინამოსთან" საჩემპიონო რბოლას და ამ გუნდის ქომაგთათვის სასიხარულო ფაქტსაც გვერდს ვერ ავუვლით: ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა 27 წლის გოჩა ხოჯავა, 25 წლის ზურაბ არზიანი კი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა.

ეს ორი ნახევარმცველი ნებისმიერ გუნდს (არა მხოლოდ ქართულს) დაამშვენებდა და ხოჯავა-არზიანის დაბრუნებით "დილას" შუახაზში ისედაც არსებული სერიოზული კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

ისე, "დილას" დანაკლისიც ჰქონდა: 29 წლის გოგიტა გოგუას იჯარის ვადა დაუმთავრდა, 27 წლის სანდრო გურული კი ტრავმირებულია.

სხვათა შორის, ბათუმის "დინამოსა" და "დილას" მატჩი საინტერესო... მამა-შვილის დაპირისპირებითაც უნდა ყოფილიყო! მოგეხსენებათ, ბათუმელებს გია გურული თავკაცობს, მისი ვაჟი, სანდრო კი "დილას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია...

ამ გუნდსაც ნუ ჩამოვწერთ...

ბევრისთვის მოულოდნელად, XVIII ტურში "ტორპედო" სტუმრად დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა "მერანთან". აი, იმ მატჩის მერე იყო, ქუთაისელთა გუნდის კრიზისზე რომ "ხმადაბლა" თუ "ხმამაღლა" ალაპარაკდნენ; თუმცა, "ტორპედოში" რომ კრიზისი არ არის, მომდევნო შეხვედრებმაც დაამტკიცა: გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი (მათ შორის, ერთი - სტუმრად, გორის "დილასთან") მოიგო და პირველ სამეულში ადგილიც შეინარჩუნა.

ეგ კი არა, ქუთაისელთა საყვარელი გუნდი არც "დილას" და არც "დინამოს" კატასტროფულად არ ჩამორჩება და ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ტორპედოსაც" რეალურად ხელეწიფება, საჩემპიონო დავაში ჩაერიოს. მით უფრო, რომ მძიმე ტრავმის მერე ნელ-ნელა "უშინაურდება" გუნდს ვახტანგ კვარაცხელია - ეს 24 წლის ცენტრფორვარდი წინა სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა "ტორპედოში", მაგრამ იმის შემდეგ უიღბლობა დასჩემდა.

კვარაცხელია რომ ოპტიმალურ ფორმაში იქნება, "ტორპედოს" მეტოქეებს სერიოზული თავსატეხი გაუჩნდებათ: ამ ათლეტური ცენტრფორვარდის გარდა, ქუთაისელებს თავდასხმის ხაზში ხომ ორი განსხვავებული ტიპის შემტევი ჰყავთ, 26 წლის გიორგი ბერიაშვილი და 21 წლის ნიკა საბანაძე.

მთავარი ინტრიგა

რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006 წლიდან ასპარეზობს და ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა (რუსთაველების ყველაზე უარესი შედეგი IV ადგილია - 2007-08 წლების სეზონში);

ვერც "ზესტაფონზე" იტყვის ვინმე, რომ უმაღლესი ლიგის "სტაჟიანი" წევრიაო - ეს იმერული კლუბი 2004 წლის ზაფხულში "გავიცანით" და იმის მერე ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ერთხელ თასი მოიპოვა, სამჯერ კი ფინალისტობას დასჯერდა (სუპერთასზე და ჩემპიონატში საპრიზო ადგილებზე არაფერს ვამბობთ). დღემდე "ზესტაფონის" ყველაზე ცუდი შედეგი V ადგილია, თავისთვის სადებიუტო, 2004-05 წლების სეზონში რომ ჰქონდა.

მოკლედ, ბოლო წლების ორ წარმატებულ ქართულ კლუბზე ვსაუბრობთ, რომელთაგან ერთ-ერთიც ზედა ექვსეულს... მიღმა რომ უნდა აღმოჩნდეს! ჰო, აი ამ სეზონის უმთავრესი მოულოდნელობაც: "ზესტაფონს" ან "მეტალურგს" მეორე ეტაპზე მედლებისთვის კი არა, ქვედა ექვსეულში მოუწევს ბრძოლა! ჰოდა, ინებეთ ის ერთადერთი შემორჩენილი ინტრიგაც: დარჩენილი ორი ტური გაარკვევს, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს ზედა ექვსეულის ბოლო საგზურს.

ჯერჯერობით უფრო კომფორტულ სიტუაციაში "ზესტაფონია", ოთხი ქულით რომ უსწრებს "მეტალურგს"; თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ იმერულ კლუბს ერთმანეთზე რთული მატჩები ელოდება: სტუმრად "ზუგდიდთან" (განმუხურში ელგუჯა ქომეთიანისა და ოთარ გაბელიას გუნდის დამარცხება ჯერ ვერავინ მოახერხა) და შინ - თბილისის "დინამოსთან".

საჩხერელთა FAIR PLAY და კაჭარავას დაბრუნება

მეტოქისაგან განსხვავებით, საჩხერის "ჩიხურას", ერთი შეხედვით, უმოტივაციო მატჩი ელოდა რუსთავში. სამაგიეროდ, მასპინძლები მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებდნენ ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსს.

კიდევ ერთხელ გვინდა სტუმართა მონდომებული თამაში აღვნიშნოთ. გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ჩიხურამ", ძირითადი შემადგენლობის 4-5 ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, პირველი წუთებიდანვე "მიანიშნა" მეტად და მეტად მოტივირებულ მეტოქეს, რომ უბრძოლველად არაფერს დათმობდა.

ასეც მოხდა და იმედი დავიტოვოთ, რომ "ჩიხურას" მსგავსად, "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს პირველი ეტაპის დარჩენილ ამ ორ ტურში (და, რაც მთავარია, გაზაფხულზეც) სხვა, მეტ-ნაკლებად უმოტივაციო გუნდებიც დაიცავენ.

"მეტალურგმა" თავისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი ვერ მოიგო (ისე, ამდენ რეალურ მომენტებს გამოყენებაც სჭირდება), მაგრამ კიდევ იყო იმის შანსი, რომ კონკურენტ "ზესტაფონსაც" სადმე ფეხი დასცდენოდა. კინაღამ ასეც მოხდა: ასევე უმოტივაციო "სიონი" მთელი მატჩის განმავლობაში უძალიანდებოდა "ზესტაფონს", მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე იმერული კლუბის სერბმა ნახევარმცველმა, 22 წლის იგორ იელიჩმა შორეული დარტყმით, ცოტა არ იყოს, კურიოზული, მაგრამ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა!

აი, ასე - გამარჯვებით დაუბრუნდა 17-თვიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს "ზესტაფონის" ახალი (ჯერჯერობით დროებითი) მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა...

ტურის გმირი: საბა ლომია!

გასულ ტურს გამორჩეული პერსონა ჰყავდა: "მერანის" 22 წლის თავდამსხმელმა საბა ლომიამ საგოლე გადაცემაც მიითვალა და, რაც მთავარია, ჰეთ თრიქი შეასრულა!

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: სეზონის დაწყებიდან დღემდე ეს მხოლოდ მეოთხე შემთხვევა იყო; ანუ საბა ლომიამდე ერთ მატჩში 3 გოლის გატანა ჯაბა დვალმა, ჩისკომ (ორივე - "დინამო", თბილისი) და მიხეილ ჯორბენაძემ ("დინამო", ბათუმი) მოახერხეს.

თუმცა, ისევ ლომიას დავუბრუნდეთ, რომელიც "მერანში" ამ სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და დღესდღეობით მარტვილელთა საუკეთესო ბომბარდირია. ეგ კი არა, ახალგაზრდა ფორვარდი 11 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილამდე აღზევდა და მხოლოდ და მხოლოდ მართლაც გამორჩეულ გოლეადორებს, ჩისკოსა და დვალს ჩამორჩება.

...საბა ლომიას მართლაც შედეგიანი სერია აქვს: ზედიზედ ხუთი მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, თანაც, ახლა თუ ჰეთ თრიქი შეასრულა, წინა ტურში დუბლი გაახერხა!

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური

დინამო-ზუგდიდი 2:0 [VIDEO]

მეტალურგი-ჩიხურა 1:1 [VIDEO]

დინამო(ბთ)-დილა 1:2 [VIDEO]

ზესტაფონი-სიონი 1:0 [VIDEO]

ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0 [VIDEO]

მერანი-კოლხეთი 4:0

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

20

15

4

1

59-16

49

2

დილა

20

14

1

5

32-13

43

3

ტორპედო

20

13

2

5

37-17

41

4

ჩიხურა

20

12

3

5

33-21

39

5

ზუგდიდი

20

10

5

5

26-18

35

6

ზესტაფონი

20

9

4

7

25-19

31

7

მეტალურგი

20

8

3

9

16-25

27

8

მერანი

20

7

2

11

20-30

23

9

ვიტ ჯორჯია

20

5

5

10

13-27

20

10

სიონი

20

4

5

11

13-34

17

11

დინამო (ბთ)

20

3

3

14

21-44

12

12

კოლხეთი

20

0

3

17

10-41

3

ბომბარდირები

ჩისკო (დინამო თბ) 16

დვალი (დინამო თბ) 15

ს. ლომია (მერანი) 11

ალვარო (დინამო თბ) 10

მომდევნო, XXI ტური

19 დეკემბერი, ოთხშაბათი

დინამო (თბ)-მერანი

ზუგდიდი-ზესტაფონი

სიონი-მეტალურგი

ჩიხურა-ტორპედო

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ)

დილა-კოლხეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ძალიან ამომწურავი და კარგი სტატიაა, ესე უნდა იყოს ინფორმაცია ყოველთვის, ისე თქვენ საიტზე კვირას დასვენების დღე გაქვთ? ახალი არაფერი იდება ხოლმე კვირაობით
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა