18 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში" საშველი დაადგება არაერთხელ გადადებული ქვეყნის პირველობის გამართვას ძიუდოში როგორც ვაჟთა, ასევე - ქალთა შორის
18 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში" საშველი დაადგება არაერთხელ გადადებული ქვეყნის პირველობის გამართვას ძიუდოში როგორც ვაჟთა, ასევე - ქალთა შორის.

შეჯიბრება "არენაში" დილის 11 საათზე დაიწყება და დღეს ტატამზე საჭიდაოდ მხოლოდ ვაჟები გავლენ. ისიც მარტო სამი უმჩატესი წონის - 60, 66 და 73-ის ფალავნები; დანარჩენები კი 19 დეკემბერს იასპარეზებენ.

19 დეკემბერს იჭიდავებენ ქალებიც. როგორც ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ გვითხრა, ჩემპიონატში წამყვან სპორტსმენთა უმეტესობა გამოვა, თუმცა დანაკლისიც დიდია.

უპირველესად - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), რომელიც საზარდულის ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს კი შეუდგა, მაგრამ ჯერაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და ტატამზე სრულად ვერ იტვირთება.

სხვათა შორის, მას ზუსტად დღეს ოპერაციიდან სამი თვე უსრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებთან გეგმიურ შემოწმებას გაივლის და ისინი იტყვიან, როდის ვიხილავთ საქმეში ოლიმპიურ ჩემპიონს.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ოპერაციით გამოწვეული ტაიმ-აუტის მიუხედავად, შავდათუაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 66 კილოგრამის ლიდერი გახდა. ეს ქულათა განახევრება-განულებამ გამოიწვია, ახლებული კალკულაციის შედეგად კი ყველაზე მეტი ქულა კარალეთელ ფალავანს აღმოაჩნდა.

აქ ადრე ლიდერობისთვის რუსები - ალიმ გადანოვი და მუსა მოგუშკოვი იბრძოდნენ, ქულათა ჩამოკლების შემდეგ კი ორივე გავარდა სამეულიდან. 1032-ქულიან შავდათუაშვილს კვალში იაპონელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა უდგას 1006-ით, მესამეზე კი მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარია 956 ქულით.

შავდათუაშვილის გარდა, "არენაში" არ იქნებიან ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60), ამბაკო ავალიანი (73), ევროპის ორგზის ვერცხლისმედალოსანი ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ევროპის მძიმეწონოსანი მედალოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი. არ იქნება არც დისკვალიფიცირებული თენგიზ პაპოშვილი (73).

ამათ გარდა, იჭიდავებს ახალგაზრდული თუ ეროვნული ნაკრების ყველა ლიდერი - ევროპის მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), ადამ ოქრუაშვილი (+100)...

როგორც ვხედავთ, სიახლეა ღვინიაშვილის ირგვლივ - ახალგაზრდა ტალანტი წონით კატეგორიას იცვლის და 90-ში გადადის.

ეს მოსალოდნელიც იყო - ის მოზარდია, თანაც იმდენად ძვალმსხვილი, ასაკის მატებასთან ერთად წონაც აუცილებლად გაექცეოდა. ჰოდა, ახალ წონაში გადაბარგებაც დროის საკითხი იყო, 90 კილოგრამი კი ის ფეხბედნიერი წონაა, რომელსაც საინტერესო კონკურენცია არ აკლდება - ჯერ ზურაბ ზვიადაური-ცირეკიძე, მერე - ზვიადაური-ლიპარტელიანი, ახლა კი ლიპარტელიანი-ღვინიაშვილი. მით უფრო, რომ ახალი წესები თითქოს ცოტა უფრო მისაღები ღვინიაშვილისთვისაა.

ირაკლი ცირეკიძის თქმით, ქვეყნის ეს პირველობა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის, რადგან მისი შედეგები განსაზღვრავს ეროვნული ნაკრების საგაისო შემადგენლობას - გუნდში მედალოსნები შევლენ და საერთაშორისო ტურნირებშიც ისინი იჭიდავებენ.

გამონაკლისი მხოლოდ შავდათუაშვილისთვის დაიშვება. ცირეკიძის თქმით, ვინც ქვეყნის ამ პირველობას გამოტოვებს, მას არც 25-27 აპრილს ბუდაპეშტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შანსი ექნება. გაისადვე - 26-31 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს პირველობაც გაიმართება.

ცირეკიძემ ისიც გვითხრა, რომ ფედერაციასთან უკვე ჰქონდა მოლაპარაკება და განზრახულია, მანამდე - დაახლოებით ივნისის დასაწყისში კიდევ ერთხელ ჩატარდეს ისეთი მასშტაბური ტურნირი, როგორიც ქვეყნის ახლანდელი ჩემპიონატია და იქ უკვე ახალი გუნდის კონტურები გამოიკვეთოს, რომელიც მსოფლიოსთვის მოემზადება.

იქნებ ახლანდელი პირველობის შემდეგაც გამოჩნდეს ვინმე, ხომ უნდა მოვიძიოთო, გვითხრა ცირეკიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო