საქართველოს ჩემპიონატის პირველი, შემოდგომის ეტაპი გასულ უქმეებზე რუსთავში გამართული გამოტოვებული მატჩით დასრულდა
საქართველოს ჩემპიონატის პირველი, შემოდგომის ეტაპი გასულ უქმეებზე რუსთავში გამართული გამოტოვებული მატჩით დასრულდა.

ადგილობრივმა "ხარებმა" ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ თბილისის "არმაზს" უმასპინძლა და 12:19 დამარცხდა.

ეროვნული ჩემპიონატის შემოდგომის ეტაპი თბილისის "ლელომ" მოიგო. ამ გუნდმა 12 თამაშიდან თერთმეტში გაიმარჯვა, 52 ქულა დააგროვა და ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელ "არმიას" ორი ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ლელოელები საუკეთესონი არიან მოპოვებული ქულების რაოდენობით - მათ ანგარიშზე 353 ქულაა. ამასთან ერთად, მეტოქეებს ყველაზე ცოტა, 146 ქულის ართმევის საშუალება მისცეს. შესაბამისად, ბალანსი საუკეთესო აქვთ - პლუს 207.

"ლელომ" ყველაზე მეტი, რვა პრემიალური ქულის აღება შეძლო. მასზე ორით ნაკლები დაუგროვდა "არმიას".

ლელოელთა ასეთი შედეგიანობა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გუნდი დიდი ხანია, თითქმის ერთი შემადგენლობით სტაბილურად ასპარეზობს და ბოლო წლებში მუდმივად ფავორიტია.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები შესვენების შემდეგ, თუმცა ერთის თქმა გადაჭრით შეიძლება - დარჩენილ ექვს ტურში "ლელოს" პლეი ოფში ვერმოხვედრის საფრთხე არ ემუქრება.

სტაბილურობის გარდა, კიდევ რით შეიძლება აიხსნას "ლელოს" ასეთი წარმატება? უწინარესად იმით, რომ გუნდმა შეძლო შერკინებისა და უკანა ხაზის ჰარმონიულად შეთამაშება და ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების მატჩისას ხორცშესხმა.

თითქმის ანალოგიური შედეგი აქვს ქვეყნის ჩემპიონ "არმიას". ამ გუნდს ტრავმების გამო ბევრი წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თუმცა გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და, შესაბამისად, მოწინავეთა შორის ადგილის შენარჩუნება შეძლო. არმიელებმა, "ლელოს" მსგავსად, 12 თამაშიდან 11 მოიგეს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი პრემიალური ქულით ნაკლები დააგროვეს.

"არმიას" უპირატესობა დანარჩენ გუნდებთან კარგი ფიზიკური მომზადებაა. ეს გუნდი ერთადერთია ეროვნულ ჩემპიონატში, რომელმაც სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. არმიელები ამისა და, ცხადია, სათამაშო კლასის ხარჯზეც, მოწინააღმდეგეებს მატჩის დასკვნით ნაწილში ჯაბნიდნენ და დაძაბულ ორთაბრძოლებს თავის სასარგებლოდ წყვეტდნენ.

სრულიად ლოგიკურია, რომ სატურნირო ცხრილში მომდევნო, მესამე ადგილზეა შარშანდელი ფინალისტი ქუთაისის "აია". ქუთათურები ლიდერს 12 ქულით ჩამორჩებიან, რაც შეიძლება მესამე-მეხუთე ტურებში გუნდის აშკარა ჩავარდნას დავაბრალოთ.

პირველ ორ ტურში, მათ შორის, "არმიასთან" გამარჯვების შემდეგ, "აიამ" მომდევნო სამ ტურში ორი მატჩი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ეს დროებითი, სრულიად მოულოდნელი წარუმატებლობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლიდერთა დუეტს ჩამორჩენოდა.

ასეთი არასტაბილური გამოსვლა სეზონის წინ გუნდიდან წამყვანი პირველხაზელების საფრანგეთში გადაბარგებამ გამოიწვია. მათ ნაცვლად მოთამაშე ახალგაზრდებმა კი გამოცდილება თანდათანობით შეიძინეს და გუნდის თამაშიც ნელ-ნელა დალაგდა.

"აიას" სატურნირო ცხრილში მჭიდროდ მიუახლოვდა თბილისის "არმაზი". მიმდინარე გათამაშების "ყველაზე დიდი მოულოდნელობა" შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტს ორი ქულით ჩამორჩება.

არმაზელებმა პირველ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს, 12 თამაშიდან ცხრა მოიგეს და მხოლოდ იმ სამ გუნდთან დამარცხდნენ, რომლებიც სატურნირო ცხრილში უსწრებენ.

"არმაზის" წარმატების დარად, არანაკლები მოულოდნელობაა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" წარუმატებლობა. რკინიგზელებისთვის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ყოფნა მართლაც რომ უჩვეულოა.

საგულისხმოა, რომ ლოკომოტიველებმა მეტი მატჩი (ექვსი) წააგეს, ვიდრე მოიგეს (ხუთი), ერთი კი ფრედ ითამაშეს.

"ლოკომოტივის" უკუსვლის მიზეზი სეზონის წინ შემადგენლობის საგრძნობლად გადახალისებაა. ამას თან დაერთო ხშირი ტრავმები. ყოველივე ამის შედეგი კი სახეზეა.

შესანიშნავად ჩაერთო უმაღლესი ლიგის ბატალიებში გათამაშების დებიუტანტი თბილისის "ილიაუნი ჯიქი", რომელმაც ხუთი მატჩის მოგება შეძლო. შედეგად, "ჯიქები" უახლოეს მდევარს, რუსთავის "ხარებს" ათი ქულით უსწრებს და ბრწყინვალე ჰანდიკაპი აქვს, რათა საპლეიოფო ექვსეულში ადგილი შეინარჩუნოს.

"ხარებთან" ერთად, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის "ბათუმი", "აკადემია" და "ყოჩები" იბრძოლებენ.

ყველაზე რთული მდგომარეობა უძველეს ქართულ კლუბს, "ყოჩებს" აქვს, რომელმაც მხოლოდ 7 ქულის დაგროვება შეძლო. მას შვიდ-შვიდი ქულით უსწრებენ "ბათუმი" და "აკადემია".

გამოტოვებული

ხარები-არმაზი 12:19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა