ანტალიაში ზედიზედ მეოთხე კვირაა, ჩოგბურთელ ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ტურნირები არ წყდება
ანტალიაში ზედიზედ მეოთხე კვირაა, ჩოგბურთელ ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ტურნირები არ წყდება.

უკვე გაუწყეთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა თურქულ საკურორტო ქალაქში ორი 10 000-იანი შეჯიბრება მოიგო და მესამესაც უმიზნებს.

ეს ასპარეზობა 17 დეკემბერს დაიწყო და ქართველი სპორტსმენი აქაც ძირითად ბადეში პირველ ნომრადაა განთესილი.

ბასილაშვილს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბეს გოგონებმა. ანტალიის 50 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ჩვენებური ჩაება.

ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში კატარჟინა კავა (პოლონეთი) დაამარცხა - 7:5, 7:5, მეორეში კი თავად დანებდა გერმანელ კრისტინა ბაროისს და მაყურებლებში გადაინაცვლა. მისი ბედი გაიზიარა სოფიო ქვაცაბაიამ, რომელმაც სტარტზე ბელორუს ილონა კრემენთან წააგო - 6:7, 1:6.

პირველ წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაკა ჩახნაშვილი და ნათია გეგია. უფრო გამოცდილმა ჩახნაშვილმა იმარჯვა - 6:3, 6:2, თუმცა მან მეორე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო - მისი წინსვლა ჟასმინა ტინჯიჩმა (ბოსნია) შეაჩერა - 6:4, 7:6.

ძირითად ბადეში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს - ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ კიარა ჩოლს (აშშ) შეხვდება.

კალაშნიკოვა წყვილებშიც მოსინჯავს ძალებს. იგი ბოსნიელ მერვანა ჯუკიჩ-სალკიჩთან ერთად პირველ ნომრად არის განთესილი და სტარტზე ალექსანდრა დულგანერუს (რუმინეთი) და მენდი მინელას (ლუქსემბურგი) დუეტს გაუწევს მეტოქეობას.

ეკატერინე გორგოძემ ევგენია პაშკოვასთან (რუსეთი) ერთად იასპარეზა, მაგრამ აქაც მოეცარა ხელი - ილონა კრემენს და ლიძია მაროზავას (ორივე - ბელორუსი) დანებდა - 2:6, 6:7.

ანტალიაშივე ჩოგბურთელ ქალთა 10 000-იანი ტურნირიც მიმდინარეობს. იქ თამარ ჭალაგანიძე გამოდიოდა, მაგრამ კვალიფიკაციას ვერც მან გაართვა თავი: მართალია, ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში სლოვაკ დომინიკა ლასკოვას აჯობა - 6:0, 6:3, მაგრამ მეორეში იტალიელ ჯოვანა ფიორეტისთან დამარცხდა - 3:6, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა