მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა უკრაინული გამოცემა Football.ua-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში უკრაინის ჩემპიონატის სეზონის ზაფხული-შემოდგომის ნაწილი შეაფასა და გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე - დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე ისაუბრა.

- გასული წლის ზამთარში დავით თარგამაძე "ოლექსანდრიიდან" "შახტარში" გადადიოდა. მას უთხრეს, რომ "ილიჩევეცში" იჯარის წესით მხოლოდ ზაფხულამდე გაჩერდებოდა, მაგრამ უკვე ზამთარია, დათო კი კვლავ მარიუპოლშია. მოტივაცია ხომ არ გაუქრა ან ფსიქოლოგიური კრიზისი ხომ არ აქვს? ერთია, ითამაშო "შახტარში", ხოლო მეორე "ილიჩევეცში"...

- მე ყოველ შემთხვევაში, მისი დეპრესია არ შემინიშნავს. მას კარგი პირობები აქვს, ჰყავს ის მანქანა, რომელიც სურდა და არც სათამაშო პრაქტიკა აკლია.

მახსოვს, დათო "შახტართან" შეკრებაზე რომ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენთან დაბრუნდა. როგორც ჩანს, კონკურენციას ვერ გაუძლო.

თუ დააკვირდებით, რა სიხშირით გამოდის თარგამაძე ძირითად შემადგენლობაში, მიხვდებით, რომ ის არც ჩვენთან ხვდება ყოველთვის პირველ თერთმეტ ფეხბურთელში. ამიტომ დავითს კიდევ აქვს სამუშაო საკუთარ თავზე.

- არაა გასაკვირი, რომ თქვენი გუნდის საუკეთესო დრიბლიორი თორნიკე ოქრიაშვილია. თუმცა არ გიკვირთ ის ფაქტი, რომ გუნდში ოქრიაშვილის ანგარიშზე ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლაა (231)?

- მოდით, ჯერ დრიბლინგზე ვთქვათ. აი, თქვენ ამბობთ, რომ გუნდში ოქრიაშვილი საუკეთესო დრიბლიორია, მაგრამ 50 პროცენტს აქედან თორნიკე უკან ასრულებს.

- და ორთაბრძოლები?

- მან ეს რიცხვი თავიდან დააგროვა, როცა მას ნდობა გამოვუცხადეთ, ის ძალიან მონდომებული იყო. ადრე ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და როგორც ვიცი, მაშინ მისი გათავისუფლებაც კი უნდოდათ.

ჩვენ დროს კი მან რეგულარულად დაიწყო თამაში და ბუნებრივია, გამოცხადებული ნდობის გამართლება სურდა და კარგი პრესაც მიიღო. ხოლო ბოლოსკენ ის ცოტა გადაიღალა... ან შეიძლება სხვა რამეც იყო.

ასევე იხილეთ:

"ილიჩევეცის" მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილის "შახტარში" წასვლას უარყოფს

დუდუ
კაი რა, ბატონო გუჯა! ექსტრა კლასის მონაცემები სად დაუნახეთ რომელიმეს! გაუმარჯოს ორივეს, მარა ეს აქაური ჟურნალისტები რო აიყვანენ ხოლმე ცაში, თქვენც ნუ აყვებით, რა!
guja_kakhadze
ყველას რომ მზამზარეული უნდა. უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს დრო ასე არ უნდა გააფლანგვინო. ავარჯიშეთ და ორივესგან ექსტრა კლასის ფეხბურთელს მიიღებთ!!!!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა