საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდს შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდეს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე, რომელმაც ზაფხულში "კრასნოდარი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ჩაირიცხოს.

28 წლის მარცვალაძის ბოლო კლუბი "კრასნოდარი" იყო, სადაც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" გადავიდა. ახალ გუნდთან ქართველმა ფორვარდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა გუნდში, სადაც თანაგუნდელებად ალექსანდრე ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი ჰყავდა, კარიერა ვერ ააწყო და კლუბთან შეთანხმება ვადამდე გაწყვიტა.

უგუნდოდ მყოფმა მარცვალაძემ გერმანიაში საზარდულზე ოპერაცია გაიკეთა, ბოლო დროს კი ვარჯიში განაახლა.

რაც შეეხება "სკა-ენერგიას", გუნდი რუსეთის პირველ დივიზიონში გამოდის და ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს.

გუნდს აქამდე სომეხი სპეციალისტი ალექსანდრე გრიგორიანი წვრთნიდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, რომლის შემცვლელის ვინაობას 25 დეკემბერს გააცხადებს.

სხვათა შორის, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ომარ თეთრაძეც მოიაზრებოდა, თუმცა ქართველმა სპეციალისტმა რუსულ მასმედიაში გავრცელებული ხმები უარყო და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას "სკა-ენერგიადან" არავინ დაკავშირებია.

როგორც საიტი Sportbox.ru იუწყება, ხაბაროვსკული კლუბის ხელმძღვანელობა სხვა ქართველი ფეხბურთელების გადაბირებითაცაა დაინტერესებული და მათთან მოლაპარაკებებს მართავს.

ასევე იხილეთ:

ოთარ მარცვალაძე: უარესიც ხდება, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება...

ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"

guja_kakhadze
ვინმე დაგვრჩა სერიოზული ტრავმის გარეშე?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა