რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა 23 თებერვალს სოჭში ჩატარდება

რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა 23 თებერვალს სოჭში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი ტრადიციულ სარაგბო ცენტრად არ ითვლება.

"ჩვენ მუდმივი პრობლემა გვაქვს, სად ჩავატაროთ თებერვალ-მარტის შეხვედრები. არადა, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ოფიციალური მატჩები იმართება.

ამ დროს რუსეთის ნაკრებს ევროპის ერთა თასზე 5 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 2 თებერვალს ესპანეთთან მატჩი გვაქვს და ის აუცილებლად სოჭში შედგება, რადგანაც სხვაგან, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ვითამაშებთ.

არადა, ამ დროს სოჭშიც კი ცუდი ამინდები იცის და შესაძლოა, იქაც თოვლი იყოს. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოსთან მატჩთან დაკავშირებითაც.

23 თებერვალს ქართველ მორაგბეებთან დაპირისპირება ასევე სოჭში შედგება" - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მენეჯერმა ზორიკ მასანდილოვმა.

"ბორჯღალოსნები" 2013 წლის ერთა თასის გათამაშებას 2 თებერვალს დებიუტანტ ბელგიასთან სტუმრობით იწყებენ, შემდეგ 9 თებერვალს თბილისში მიიღებენ პორტუგალიას და 23 თებერვალს სოჭში ესტუმრებიან რუსეთს.

დარჩენილი ორი თამაში მარტში გაიმართება - 9 მარტს თბილისში ესპანეთთან, ხოლო 16 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან.

საქართველოს ნაკრებისთვის 2013 წლის ერთა თასი ძალზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან 2014 წლის გათამაშებასთან ერთად წარმოადგენს 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპს.

მსოფლიოს თასზე საქართველო იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ 2013 და 2014 წლების ერთა თასების ჯამური შედეგებით ორ საუკეთესოს შორის მოხვდება. ამავე დროს, მესამეადგილოსანიც არ კარგავს შანსს.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

2015 წლის მსოფლიო თასის წილი ნაყარია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა