გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ახალი მმართველი დირექტორი 48 წლის იტალო ძანძი იქნება

მას შემდეგ, რაც "რომას" მფლობელი ტომას დი ბენედეტო გახდა, კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

ამ მოკლე პერიოდში დი ბენედეტომ სამი მმართველი დირექტორი გამოცვალა, ბოლოს კი აღნიშნული პოსტი თავად დაიკავა.

თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ საგანგებო ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მალე ახალ კანდიდატს დაამტკიცებდა.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ახალი მმართველი დირექტორი 48 წლის იტალო ძანძი იქნება, რომელიც დი ბენედეტოს მსგავსად, იტალიური ფესვების მქონე ამერიკელია. საერთოდ, "რომას" მმართველ გუნდში იტალიური წარმოშობის ამერიკელები მომრავლდნენ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან დი ბენედეტო შტატებშიც კი მეტწილად იტალიელებს ეყრდნობა.

38 წლის ძანძი სპორტში შემთხვევითი კაცი არაა - თავის დროზე ამერიკის ხელბურთის ნაკრების წევრი იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი ჩრდილოეთ ამერიკის ბეისბოლის ლიგის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ცოტა ხანი პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები, როდესაც კონგრესის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამიერიდან იტალო ძანძი "რომას" საქმეებს გაუძღვება და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა გულშემატკივართა იმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა