37 წლის ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას რომ MLS-ში გააგრძელებს

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუნინიო პერნამბუკანო კარიერას რომ MLS-ში გააგრძელებს. "ნიუ იორკ რედ ბულსიდან" რაფაელ მარკესის წასვლის შემდეგ, ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ "რედ ბულსი" ჟუნინიო შეძენას ეცდებოდა.

როგორც ხედავთ, პრესის წარმომადგენელთა მოსაზრება გამართლდა. 37 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს "ვასკო და გამაში" თამაშობდა, 2013 წლიდან ტიერი ანრის, ტიმ კეჰილის და ტეემუ ტაინიოს თანაგუნდელი იქნება.

"ჟუნინიო მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც უდიდეს დახმარებას გაგვიწევს, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ასევე მის მიღმა. მე და ჩვენი გლობალური სპორტული დირექტორი ჟერარ ულიე, მას დიდი ხანია ვიცნობთ და ვაფასებთ" - განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ იორკული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ენდი როქსბურგმა.

ჟუნინიოს ჟერარ ულიეს ხელმძღვანელობით "ლიონში" აქვს ნათამაშები, სადაც ბრაზილიელმა 8 წელი გაატარა გაატარა და 248 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა. საფრანგეთიდან ბრაზილიელი ყატარის კლუბ "ალ გარაფაში" გადავიდა, საიდანაც 2011 წელს "ვასკო და გამას" მიაშურა.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "რედ ბულსში" გადასვლას კიდევ ერთი ყოფილი "ლიონელი" პეგი ლუინდულა აპირებს.

33 წლის ფეხბურთელი, რომელმაც "პარი სენ ჟერმენის" რიგებში ლიგა 1-ში მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, საკუთარი ყოფით ძალიან უკმაყოფილოა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ლუინდულა იანვარში პარიზულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს და "რედ ბულსთან" ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა