"მირორის" ცნობით, "ჩელსი" ლივერპულელებს ამ დღეებშივე დაუკავშირდება და მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს
"ევერტონის" 25 წლის ბელგიელი ვარსკვლავი მარუან ფელაინი შეიძლებოდა სამაგალითოდ დაესაჯათ "სტოკ სიტისთან" რაიან შოუკროსის წინააღმდეგ არასპორტული თამაშის გამო.

დისციპლინარებმა 9-მატჩიანის ნაცვლად, ის 3-ით დასაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფელაინი მერსისაიდელებს იანვრამდე ვეღარ დაეხმარება.

მარუანს 22 დეკემბერს "ვესტ ჰემთან" შეხვედრა გაუცდება, 26-ში - "უიგანთან", 30-ში "ჩელსისთან". ბედის ირონიაა, მაგრამ იანვრის პირველ რიცხვებში ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა სწორედ უკანასკნელში განაგრძოს.

"მირორის" ცნობით, "ჩელსი" ლივერპულელებს ამ დღეებშივე დაუკავშირდება და მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს.

რომან აბრამოვიჩი მზადაა, ცენტრალურ ნახევარმცველში 24 მილიონი ევრო (19,51 მილიონი ფუნტი) გადაიხადოს. ფელაინით დაინტერესება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კლუბში მზად არიან ფრენკ ლემპარდთან გამოსათხოვრად.

"ლემპსის" მსურველი არაერთი კლუბის სახელი აქამდეც იყო ცნობილი. 18 დეკემბერს მათ კიდევ ერთი შეუერთდა. ლაპარაკია საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერ "მონაკოზე".

მონეგასკებს კლაუდიო რანიერი უდგას სათავეში, მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც ლემპარდი "ჩელსიში" 2001/04 წლებში თამაშობდა. "სტემფორდ ბრიჯზე" ფრენკის გამოჩენა სწორედ იტალიელი სპეციალისტის სახელს უკავშირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა