შეჯიბრში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მონაწილეობას რაფაელ ნადალი მიიღებს
გაიმართა აბუ-დაბის საჩვენებელი ტურნირის წილისყრა. ეს შეჯიბრი 27-29 დეკემბერს ჩატარდება და ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ მიზეზით, რომ მასში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ესპანელი რაფაელ ნადალი.

ტურნირში ექვსი ჩოგბურთელი ითამაშებს. თავდაპირველად გაიმართება ორი მეოთხედფინალი: დავიდ ფერერი (ესპანეთი)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) და ენდი მიურეი (ბრიტანეთი)-იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი).

ამის შემდეგ ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდება ფერერსა და ბერდიხს შორის გამარჯვებულს, რაფა ნადალი კი მეორე ნახევარფინალურ წყვილს შეადგენს მიურეისა და ტიპსარევიჩს შორის უძლიერესთან.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, მომავალი წლიდან შემცირდება ქვეყნის ჩოგბურთის დაფინანსება.

სახელმწიფოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად დააფინანსოს ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ იყო წარმოდგენილი. პროგრამა მიმართულია ჩოგბურთის განვითარებაში ჩართული ადამიანების რიცხვის გაზრდაზე. ფინანსირება 24 მილიონი ფუნტიდან 17 მილიონამდე შემცირდება.

"დღევანდელი პროგრამა არ მუშაობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ის შესაცვლელია. ამაზე ვმუშაობთ ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაციასთან ერთად", - განაცხადა "სპორტ ინგლისის" შეფმა ჯენი პრაისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა