ტურის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი რევაზაშვილი დასახელდა
გიორგი რევაზაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში (2010-11 წლებში) საშუალოდ 36.1 ქულასა და 13.6 მოხსნას აგროვებდა. ისიც, გიორგი შერმადინის დარად, ჯამლეტ ხუხაშვილის აღზრდილია და 20-წლამდელთა პირველობაზე "მაქაბის" ღირსებას იცავდა.

2011-12 წლების სეზონში რევაზაშვილი სუპერლიგის გუნდში გადავიდა და "ბათუმის" მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში საშუალოდ 9.8 ქულასა და 8.3 პასს ითვლიდა.

ახალ, 2012-13 წლების ჩემპიონატში გიორგიმ "სამედიცინოს" მაისურა მოირგო და საწყის 8 მატჩში ყველაზე მეტი, 16 ქულა "ბათუმთან" შეხვედრაში მიითვალა. იყო 6 და 8-ქულიანი თამაშებიც...

ველოდით პასუხს კითხვაზე: საბოლოოდ როდის გაიხსნება რევაზაშვილი? მას მძიმე ფორვარდისთვის საჭირო არც ფიზიკური კონდიციები დაეწუნება, არც ბურთით მოძრაობა უჭირს. რაც შეეხება სროლის სიზუსტეს, აკი გითხარით, სეზონში საშუალოდ 36.1 ქულას აგროვებდაო.

ბევრი მოცდა არ დაგვჭირდა, სუპერლიგის წლევანდელი გათამაშების მე-9 ტურში გიორგი რევაზაშვილმა 31 ქულა მიითვალა და თანარეკორდსმენი გახდა.

მთავარი კი ის არის, რომ მისმა "სამედიცინომ" სტუ-სთან გაიმარჯვა და ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ გიორგი დავასახელეთ. ვნახოთ, შეინარჩუნებს თუ არა "ტემპს" მედიკოსთა 23-ე ნომერი.

IX ტური

არმია-დინამო 100:81

სამედიცინო-სტუ 85:77

სოხუმი-თსუ 78:92

რუსთავი-ოლიმპი 65:76

ქუთაისი-შსს აკადემია 70:87

ქულა

31 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

2-ქულ 6/14; 3-ქულ 4/6; საჯ 7/8

24.11.12 ოლიმპი-ქუთაისი

31 - ნეით ბოუი (რუსთავი)

2-ქულ 6/11; 3-ქულ 5/7; საჯ 4/10

07.12.12 რუსთავი-არმია

31 - ქიენ კარტერი (დინამო)

2-ქულ 12/18; 3-ქულ 1/3; საჯ 4/4

08.12.12 დინამო-სოხუმი

31 - გიორგი რევაზაშვილი (სამედიცინო)

2-ქულ 12/23; საჯ 7/8

15.12.12 სამედიცინო-სტუ

მოხსნა

18 - სტეფან მილოშევიჩი (ოლიმპი)

(მეტოქ: 10; საკუთ: 8)

08.12.12 შსს აკადემია-ოლიმპი

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)

15.12.12 სამედიცინო-სტუ

ჩაჭრა

7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა