იტალიის თასის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა "ინტერი"-"ვერონას" დაპირისპირებაში გამოვლინდა
იტალიის თასის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა "ინტერი"-"ვერონას" დაპირისპირებაში გამოვლინდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანელებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ანდრეა სტრამაჩონიმ ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, თუმცა შეტევის ხაზი ოპტიმალურთან მიახლოებული იყო. მართალია, დიეგო მილიტოს არ უთამაშია, მაგრამ სამაგიეროდ, ანტონიო კასანო და როდრიგო პალასიო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

მილანელებს პირველ ტაიმში უნდა გაეხსნათ ანგარიში, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინეს.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში იხეირეს და ვერონელებს ორი უპასუხო ბურთი მიართვეს - ანტონიო კასანო კიპერთან პირისპირ დარჩა და ისე შეაგორა ბურთი კარში, ფრედი გუარინმა კი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და რეკოშეტის შემდეგ ბურთი ბადეში გაეხვა.

მატჩის ბოლო 10 წუთი ძალიან მხიარული გამოდგა - "ინტერის" კიპერმა ლუკა კასტელაციმ ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და რადგან იმ მომენტისთვის მასპინძლებს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდათ, კარში როდრიგო პალასიო ჩადგა.

მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ახალ ამპლუაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ისეთი დარტყმა აიღო, რომ "ჯუზეპე მეაცაზე" შეკრებილი გულშემატკივრები არგენტინელ ფორვარდს ფეხზე წამოუდგნენ.

პალასიო საკმაოდ კარგი მეკარე ყოფილა და როგორც ნამატჩევს განაცხადა, ბავშობაში სწორედ კარში დგომა უყვარდა:

"თავიდან კარში ჩადგომის სურვილი კრისტიან კივუმ გამოთქვა, მაგრამ ანდრეა სტრამაჩონიმ არჩევანი ჩემსა და რიკი ალვარესს შორის გააკეთა.

ბავშვობაში ხშირად ვიდექი კარში, ვარჯიშებზეც მომირგია კიპერის როლი და შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება მქონდა - სწორედ ამიტომ ავიღე პასუხისმგებლობა და საბედნიეროდ, კარი მშრალად შევინახე".

ინტერი-ვერონა 2:0

გოლები: 1:0 კასანო (50), 2:0 გუარინი (54).

ინტერი (4-3-3): კასტელაცი - ჯონატანი, სილვესტრი, ჟუან ჟესუსი (55. ძანეტი), კივუ - ნაგატომო, მარიგა (46. გუარინი), დანკანი - ალვარესი, პალასიო, კასანო (75. პერეირა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა