ერთ-ერთ იტალიურ ჟურნალთან საუბრისას არგენტინელმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
ერთ-ერთ იტალიურ ჟურნალთან საუბრისას არგენტინელმა ხავიერ პასტორემ სამომავლო გეგმებზე იმსჯელა:

"პარი სენ ჟერმენთან" ერთად ტიტულს მოვიგებ, შემდეგ კი "მილანში" გადავალ. "როსონერი" საოცარი გუნდია, რომელშიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ვითამაშებ. ადრიანო გალიანისთან და არიედო ბრაიდასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს".

როგორც ჩანს, 23 წლის არგენტინელი საფრანგეთში ცხოვრებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის:

"პარიზში მე ყველა მენდობა: მწვრთნელი, პრეზიდენტი, თანაგუნდელები, მაგრამ პრესას ვერაფერი გავუგე. საფრანგეთში ჟურნალისტებს უცხოელების მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ - ისინი თანამემამულეებს იცავენ, უცხოელებს კი მიწასთან ასწორებენ.

ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. იტალიაში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან იქ ხალხი შენ დახმარებას ცდილობს და კარგად გექცევა. იტალია ძალიან მენატრება".

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ფრანგმა ჟურნალისტებმა არგენტინელი გააკრიტიკეს, რაზეც პასტორემ პასუხი საკუთარ "ტვიტერზე" გასცა:

"მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ "მილანი" დიდი გუნდია. მომავალში იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდები, მაგრამ ამჟამად მხოლოდ პსჟ-ზე ვარ კონცენტრირებული.

ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები გვყავს, პარიზი კი ბრწყინვალე ქალაქია. მე აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ძალიან ბედნიერი ვარ".

შეგახსენებთ, რომ პასტორე "პარი სენ ჟერმენში" 2011 წელს გადავიდა, იქამდე კი "პალერმოს" ღირსებას იცავდა, სადაც 2 წელი გაატარა და 69 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. წელს არგენტინელმა ლიგა 1-ში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბურთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა