34 წლის მცველმა 19 დეკემბერს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულ "სან პაულოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ტურინის "იუვენტუსიდან" წამოსვლის შემდეგ ლუსიო უკლუბოდ დიდხანს არ დარჩენილა. 34 წლის მცველმა 19 დეკემბერს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულ "სან პაულოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი მცველი ტურინში ამ სეზონის დაწყების წინ გადავიდა, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" რიგებში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილმა ფეხბურთელმა "იუვესთან" კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსამდე" ლუსიო "ინტერის", "ბაიერნის" და ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავდა, სამშობლოში კი პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალში" თამაშობდა, საიდანაც 2000 წელს ევროპას მიაშურა.

"ლუსიოს დონის ფეხბურთელი ჩვენს გუნდს აუცილებლად გააძლიერებს. მომავალ წელს ლიბერტადორესის თასზე ვითამაშებთ, სადაც ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება" - განაცხადა "სან პაულოს" ვიცე-პრეზიდენტმა ჟოაო პაულო დე ჟესუს ლოპესმა.

"ლუსიოს შეძენა ადრეც გვსურდა. ზაფხულში ტრანსფერთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ გარიგება ჩაიშალა. ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა და მისი სახით უდიდესი გამოცდილების და უმაღლესი კლასის ფეხბურთელი შევიძინეთ" - ეს უკვე სპორტული დირექტორის, ადალბერტო ბაპტიშტას სიტყვებია.

ლუსიო ბრაზილიის ნაკრებში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა (2000-2011), ხოლო 5 წელი გუნდის კაპიტანიც იყო. 2002 წელს მცველი "სელესაოსთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, სულ კი ნაკრებში 105 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა