თომასის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, ახალი კონტრაქტი კი 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში თომას მიულერმა კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა:

23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც "ბაიერნის" შემოდგომის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

წინა სეზონში მიულერმა ცუდად იასპარეზა, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ, ახლა კი ისევ ყველა აქებს. და სწორედ ამ დროს, თანაც, შობის წინ, "ბაიერნმა" თომასს ახალი კონტრაქტი გაუფორმა - თომასის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, ახალი კონტრაქტი კი 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

"თომას მიულერი "ბაიერნის" აღზრდილია და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. გვიხარია, რომ მიუნხენიდან წასვლას არ აპირებს და ჩვენთან კონტრაქტი ნაადრევად გაახანგრძლივა. ეს იმის დასტურია, რომ თომასი "ბაიერნის" ერთგულია," - განაცხადა 19 დეკემბერს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი "ბაიერნში" 11 წლისა მივიდა და მიუნხენური გრანდის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. თომასს ბუნდესლიგაში დებიუტი 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა - მაშინ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახლდათ. მას მერე მიულერი გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი დღემდე 38 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა