52 წლის ბერნდი ბოლოს თურქულ "ბეშიქთაშში" მუშაობდა, საიდანაც 2011 წელს წამოვიდა და მას მერე უმუშევარია
"ბილდის" ცნობით, დიდი შანსია, რომ "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელად ბერნდ შუსტერი დაინიშნოს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, 52 წლის ბერნდი "მგლების" სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსისა და კლუბის ყველა ხელმძღვანელის ფავორიტი კანდიდატიაო.

"ბილდი" წერს, რომ ალოფსი შუსტერს უკვე შეხვდა და "ვოლფსბურგში" მუშაობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ბერნდი ბოლოს თურქულ "ბეშიქთაშში" მუშაობდა, საიდანაც 2011 წელს წამოვიდა და მას მერე უმუშევარია.

შუსტერის გარდა, "ვოლფსბურგის" დამრიგებლის პოსტზე მარტინ იოლის (ფულჰემი) და თომას შააფის (ვერდერი) კანდიდატურებიც განიხილება, მაგრამ საუკეთესო შანსები სწორედ შუსტერს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბერნდი "ვოლფსბურგთან" 2009 წელსაც ძალიან ახლოს იყო და სხვათა შორის, მაშინაც ფელიქს მაგათი უნდა შეეცვალა.

"მგლებს" მისი დანიშვნა 2010 წელსაც უნდოდათ, მაგრამ ბოლოს სტივ მაკლარენი მიიღეს.

როგორც იცით, "ვოლფსბურგს" "ფოლკსვაგენის" კონცერნი პატრონობს, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გარსია სანსი კი, რომელიც მადრიდშია დაბადებული, შუსტერის ახლო მეგობარი გახლავთ.

კლაუს ალოფსი და ბერნდ შუსტერიც მეგობრები არიან, 1980 წელს ეს გერმანიის ნაკრების გენიალური წყვილი იყო - მაშინ კლაუსი და ბერნდი ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა