მამაკაცმა სამთო მოთხილამურეებმა იტალიის კურორტ მადონა დი კამპილიოში გადაინაცვლეს, სადაც ღამის სლალომი გაიმართა
მამაკაცმა სამთო მოთხილამურეებმა იტალიის კურორტ მადონა დი კამპილიოში გადაინაცვლეს, სადაც ღამის სლალომი გაიმართა.

ეტაპი მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელის - ავსტრიელი მარსელ ჰირშერის სრული ტრიუმფით დასრულდა. მან ორივე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა, რითაც უახლოეს მდევარს წამნახევარზე მეტი მოუგო.

ამ ეტაპზე სენსაციის მოწმენიც გავხდით. მისი ავტორი გახდა იაპონელი ნაოკი იუასა. პირველი ცდის შემდეგ აზიელმა მხოლოდ 26-ე დრო აჩვენა და ბუნებრივია, მას სათვალავში არავინ იღებდა.

მაგრამ მეორე ცდა იუასას ფანტასტიკური გამოუვიდა. მის შემდეგ სტარტზე კიდევ 25 მოთხილამურე უნდა გასულიყო, მაგრამ დრო გადიოდა და ორი ცდის ჯამში იაპონელის შედეგს ვერავინ აუმჯობესებდა. იუასა დიდი ხანი ინარჩუნებდა პირველობას.

საბოლოოდ, მან პოდიუმი გაინაღდა მას შემდეგ, რაც მეორე ცდის შესასრულებლად ტრასაზე მხოლოდ გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი და ჰირშერი დარჩნენ.

სწორედ ამ ორმა მოთხილამურემ მოახერხა იაპონელის დროის გაუმჯობესება და იუასა მესამე ადგილამდე დაქვეითდა, მაგრამ ეს მაინც უდიდესი წარმატება იყო, რადგან აზიელი სამთო თხილამურებში ცხრაწლიანი კარიერის განმავლობაში პირველად ავიდა პოდიუმზე.

მეორე ადგილი დაიკავა ნოიროიტერმა, პირველობა კი არავის დაუთმო ჰირშერმა, რომელმაც ამ გამარჯვებით საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვა - გაუსწრო ამერიკელ ტედ ლიგეტის. ეს უკანასკნელი მეცხრე ადგილზე გავიდა, თუმცა ეს არც არის გასაკვირი - ამერიკელი თავის კარიერაში არასოდეს ასულა სლალომის ეტაპის პოდიუმზე.

ასევე არ არის მოხერხებული ეს დისციპლინა მსოფლიოს თასის ამჟამინდელი ლიდერისთვის - ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალისთვის. ის საერთოდ არ გასულა სტარტზე, თუმცა შეინარჩუნა გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა - 614 ქულა აქვს, ჰირშერი მას 54 ქულით ჩამორჩება, ლიგეტი - 67 ქულით.

რაც შეეხება სლალომის ჩათვლას, აქ ჰირშერმა პირველობა მოიპოვა - მან ჩამოაქვეითა შვედი ანდრე მიურერი, რომელიც მადონა დი კამპილიოში მეოთხეზე გავიდა.

ჰირშერისთვის ეს იყო მეორე მოგება ამ სეზონში. მანამდე ის პირველი გახლდათ ვალ დ'იზერში გიგანტური სლალომის ეტაპზე. ავსტრიელი წელს შვიდივე ტექნიკური სტარტის პოდიუმზე ავიდა, სულ კი კარიერაში 14 გამარჯვება დაუგროვდა.

არ გაუმართლა რამდენიმე ფავორიტს. მაგალითად, იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ჯულიანო რაცოლი მესამე დროს უმიზნებდა, როცა მეორე ცდისას მარჯვენა თხილამური გასძვრა და ფინიშამდე ვერ მივიდა. ასევე ვერ დაასრულა დაშვება ვალ დ'იზერში ბოლო სლალომის გამარჯვებულმა, ფრანგმა ალექსის პინტურომ.

იტალიური სტარტი ერთი უსიამოვნო მომენტით აღინიშნა. პირველი ცდა დაახლოებით 15 წუთით შეწყდა იმის გამო, რომ ზედ ტრასაზე გარდაიცვალა მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი წევრი. როგორც მოგვიანებით დადგინდა, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.

სლალომი

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:42.50; 2. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 1:44.17; 3. ნაოკი იუასა (იაპ) - 1:44.78, 4. ანდრე მიურერი (შვედ) - 1:44.84; 5. მანფრედ მოელგი (იტალია) - 1:45.02; 6. მარკუს ფოგელი (შვედ) - 1:45.18...

საერთო ჩათვლა

1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 569 ქულა; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 560; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 537; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 296; 5. მანფრედ მოელგი (იტალია) - 281; 6. ჩიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - 272...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
უმოტივაციო, მაგრამ პრინციპული მატჩი - Sportall.ge სოფიადან
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
უცნაურია - ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
"მადალენას საქართველოში წასვლა სჭირდება, მახაჩევი კი..." - თოფურია დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა