შოკისმომგვრელ ამბავს მთელი საფეხბურთო მსოფლიო გამოეხმაურა, ერთ-ერთი პირველი კი მადრიდის "რეალი" იყო
19 დეკემბერს "ბარსელონასთვის" და მთელი საფეხბურთო მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა: კატალონიური გრანდის თავკაც ტიტო ვილანოვას კვლავ ყელ-ყურის სიმსივნე აქვს და ისევ საოპერაციოა.

საღამოს "ბარსამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 44 წლის სპეციალისტს ოპერაციას 20 დეკემბერს გაუკეთებენ, რის შემდეგაც მას ექვსი კვირის განმავლობაში ქიმიო და სხივური თერაპია ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ტიტომ ასეთი ოპერაცია ერთი წლის წინ, 2011 წლის 22 ნოემბერსაც გაიკეთა.

ესპანური მედიის ცნობით, ამ ხნის მანძილზე "ბარსას" ვილანოვას ასისტენტი ხორდი როურა გაწვრთნის.

ჩვენი ესპანელი კოლეგები 19 დეკემბერს "ბარსასთან" მიმართებაში ლუის ენრიკეს გვარსაც ახსენებდნენ, თუმცა ყველაზე მთავარი ახლა ვილანოვას ჯანმრთელობაა. ამ მოვლენას მთელი საფეხბურთო მსოფლიო გამოეხმაურა, ერთ-ერთი პირველი კი მადრიდის "რეალი" იყო:

"ვილანოვას მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ, ტიტოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!" - ნათქვამია "სამეფო გუნდის" ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vax
რა ხდება ამ ბარსაში რა ყველას სიმსივნე აქვს,მგონი მესის აქვს გამოსხივება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა