ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს პირველობა: დღე მძიმედ დაიხურა

საქართველოს პირველობა: დღე მძიმედ დაიხურა

ამჯერად "ძველმა გვარდიამაც" გაისროლა - ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) თავიანთ წონებში გაიმარჯვეს
თვითონ შეჯიბრების სურათი დიდად არ შეცვლილა - საერთო დონეც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო და ახალგაზრდებმა კვლავაც ომახიანად იჭიდავეს, თუმცა ამჯერად "ძველმა გვარდიამაც" გაისროლა - ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) თავიანთ წონებში გაიმარჯვეს.

ოღონდ მათი ასაკიდან გამომდინარე, ძნელია, ამ 22-23 წლის ბიჭებსაც ძველი თაობა უწოდო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართული ძიუდოს გაახალგაზრდავების პროცესს, რაც მისასალმებელია.

ამ პროცესის დადასტურებაა გიორგი ნოზაძისა (100) და ლევან მატიაშვილის (+100) გამარჯვება თავიანთ წონებში.

ახალი თაობის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ჭაბუკებში ყველა ტიტულის მომგები ბექა ღვინიაშვილი ამჯერად ახალ წონაში - 90-ში გამოვიდა და უფრო ამას უნდა მივაწეროთ მისი მარცხი ლაშა ტაველურთან - წონის შეცვლას ადაპტაცია და გარკვეული დრო სჭირდება.

ჩემპიონატის ფინალი კი მართლაც ლამაზი გამოდგა. ტრადიციულად, დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს მძიმეწონოსნები დაუპირისპირდნენ - ადამ ოქრუაშვილის პირისპირ ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი მატიაშვილი დადგა.

ოქრუაშვილი მანამდე იოლად გაუსწორდა მეტოქეებს და სულ იპონებით გავიდა ფინალში. განსაკუთრებით ეფექტური ნახევარფინალში მოგება გამოუვიდა ონისე ბუღაძესთან, რომელიც მედგრად დაუდგა და კარგა ხანსაც აწვალა ფავორიტი, მაგრამ მისმა შეუპოვრობამ ოქრუაშვილი ისე გაახელა, დამთავრებამდე 1.48 წამით ადრე მშვენივრად შეეკრა და გამეტებით გაისროლა ბრუნზე.

ფინალში სწორად შერჩეული კონტრსტილით მატიაშვილმა მისი შეჩერება მოახერხა - ოქრუაშვილი მკვეთრად დამუხრუჭებულ მანქანას ჰგავდა.

მას წონაშიც საგრძნობლად მოუმატია და მოძრაობაც უჭირდა, რასაც ცოტა უფრო სწრაფი ახალგაზრდა კონკურენტი კარგად იყენებდა და გვარიანადაც მოღალა.

მატიაშვილი კოზირად მყარი ჩავლება-გადავლებიდან ცერის გამოკვრას ან ჩაჩეხვას იყენებდა, თუმცა ამან შედეგი ვერ მოუტანა იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე ილეთზე კი წამოიღო.

დამატებით დროში გადასულ ამ შეხვედრაში მას წარმატება კონტრილეთმა მოუტანა, როცა ოქრუაშვილმა თვითონ სცადა ფანდის გაკეთება, მაგრამ მატიაშვილი დროულად გაერკვა ვითარებაში და იქით გაგრძელებულ ილეთზე იპონიც მიითვალა.

მან მეოთხედფინალში მირიან გონჯილაშვილსაც ლამაზი გამოსმულით მოუგო, ნახევარფინალში გიორგი ზაქარიაძეც ვაზარით დაამარცხა, ანუ იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ფორმისგან ჯერაც შორს იყო. მთლიანობაში ეს ბიჭი ილეთებს აკეთებს, თვალსასეიროდ ჭიდაობს, სპორტში კი სანახაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. სიტყვამ ზაქარიაძე მოიტანა და ესეც კარგი ბიჭი გამოჩნდა ამ წონაში.

ჩემპიონატის კიდევ ერთ გამონათებად ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნოზაძე იქცა, რომელიც აქამდე 90-ში გამოდიოდა და ზემოაღნიშნული ტიტულიც იქ მოიპოვა 2010 წელს.

შარშანაც იმ წონაში გავიდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, წლეულს კი 100-ში გადმოვიდა და პირველივე შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა.

მისი შეხვედრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი გამოდგა ახალი თაობის კიდევ ერთ წარმომადგენელ გიორგი ქავთარაძესთან, ვისაც ლამაზი ვაზარით აჯობა. ლომერ ჟორჟოლიანის არყოფნაში ამ წონაში ფავორიტი დავით ლორიაშვილი ჩანდა, მაგრამ მას ნახევარფინალში ქავთარაძემ იპონით მოუგო.

ლორიაშვილი მესამეზე კი გავიდა, მაგრამ 19 დეკემბერს ძველებურად შესაშური ფიზიკური ძალა არ გამოუვლენია. მას ჯერ კიდევ ეტყობა გადატანილი ტრავმების კვალი.

ლიპარტელიანი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა ფინალში ხელის ტრავმის გამო მეტოქე - ზვიად გოგოჭური არ გამოუცხადდა. სეზონის სტარტზე ოპტიმალურ ფორმაში არც ლიპარტელიანია, თუმცა გაისად მას ბევრის შეცვლა, ბევრის გაუმჯობესება მოუწევს ახალი წესებიდან გამომდინარე.

ჭრიკიშვილს თავის წონაში ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია, თუმცა ფინალში პაატა ღვინიაშვილს მხოლოდ გაფრთხილებებით მოუგო.

მისი უპირატესობა აშკარა კი იყო და მეტოქეს სამივე გაფრთხილება დამსახურებულად მიაღებინა, მაგრამ სასურველია, ილეთებს უფრო ხშირად აკეთებდეს, ანუ უფრო თვალსასეიროდ ჭიდაობდეს.

ფინალამდე ღვინიაშვილიც კარგად მივიდა - სხვებთან ერთად დამაჯერებლად მოუგო ახალგაზრდულის წევრ შალვა ნინიძეს, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ბექა დონღვანის მძლეველ ზაზა დავაძეს, ნახევარფინალში კი დრამატულ შეხვედრაში აჯობა ევროპის მედალოსან ლევან წიკლაურს.

მისასალმებელია კიდევ ერთი ახალგაზრდის - იოსებ ჩილინდრიშვილის წარმატებაც.

19 დეკემბერსვე ქალთა ტურნირში 50-ზე მეტი მონაწილე გამოვიდა. აქ ფავორიტების - მარიამ ჯანაშვილის (57), შორენა შარაძის (63), ნინო ოძელაშვილის (70), ირინე ლეონიძის (+78) გვერდით ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს თავი. მაგალითად - სალომე აბაშიძემ (52), ნათია ყავრელიშვილმა (78), ანტალიის ევროპის თასის გამარჯვებულმა ელენე ქებაძემ (+78) და სხვებმა.

ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარი ვაჟთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძეს ვთხოვეთ, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"მძიმე წონის ფინალი სასიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა, არ ველოდი ასეთ დასასრულს. მატიაშვილმა იბრძოლა, იმუშავა, კარგად გრძნობდა მომენტს და საწადელსაც მიაღწია. სხვა მხრივ კი, ჭიდაობის ხარისხი საშუალო ან უფრო დაბალიც კი იყო როგორც ტექნიკურად, ისე - ტაქტიკურად. ბიჭებს ბევრი აქვთ სამუშაო".

კვარცხლბეკი

ვაჟები

81 კგ. 1). ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი); 2). პაატა ღვინიაშვილი; 3). იოსებ ჩილინდრიშვილი (ორივე - შიდა ქართლი), ლევან წიკლაური (კახეთი).

90 კგ. 1). ვალერი ლიპარტელიანი (აჭარა); 2). ზვიად გოგოჭური (კახეთი); 3). ლაშა ტაველური (მცხეთა-მთიანეთი), ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი).

100 კგ. 1). გიორგი ნოზაძე (თბილისი); 2). გიორგი ქავთარაძე; 3). დავით ლორიაშვილი (ორივე - ქვემო ქართლი), ლაშა გურული (იმერეთი).

+100 კგ. 1). ლევან მატიაშვილი (თბილისი); 2). ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი); 3). გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე (ორივე - იმერეთი).

ქალები

48 კგ. 1). მზია ბებოშვილი (თბილისი); 2). ცირა აბულაძე; 3). ნინო მგელაძე (ორივე - აჭარა), ქრისტინე ფანგანი (თბილისი).

52 კგ. 1). სალომე აბაშიძე (აჭარა); 2). სალომე მარგიანი; 3). ოლიკო ალადოშვილი, ვარდო ლოლუა (სამივე - თბილისი).

57 კგ. 1). მარიამ ჯანაშვილი (კახეთი); 2). მარიამ ციხელაშვილი (სამცხე-ჯავახეთი); 3). სოფო ბერიძე, გურანდა შოთაძე (ორივე - აჭარა).

63 კგ. 1). შორენა შარაძე (აჭარა); 2). ნინო მარტიაშვილი; 3). ხატია ჯანაშვილი (ორივე - კახეთი), მალვინა ლორთქიფანიძე (აჭარა).

70 კგ. 1). ნინო ოძელაშვილი (თბილისი); 2). თეა სუხიტაშვილი (კახეთი); 3). სალომე მალაყმაძე, ელისო სისაური (ორივე - აჭარა).

78 კგ. 1) ნათია ყავრელიშვილი (თბილისი); 2). მალვინა კირკიტაძე; 3). ანა ანდღულაძე (ორივე - აჭარა), მზია კიკვაძე (თბილისი).

+78 კგ. 1). ირინა ლეონიძე (აჭარა); 2). ელენე ქებაძე (კახეთი); 3). ლია გვიანიძე, მელანო ოტოლაძე (ორივე - აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პირველობა: ახალმა სიომ ძიუდოსაც დაჰბერა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა