ქართველი ცენტრის "ატლანტამ" გასული სეზონის ფინალისტ "ოკლაჰომას" უმასპინძლა და 92:100 წააგო
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" გასული სეზონის ფინალისტ "ოკლაჰომას" უმასპინძლა და 92:100 წააგო.

ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე 4 ქულა დააკლდა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ოკლაჰომელების წინააღმდეგ 6 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ატლანტელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტს, რომელმაც 41 ქულა მოინაგრა. 27 ქულა და 11 პასი გამოიმუშავა რასელ ვესტბრუკმა, ვის წინააღმდეგაც ატლანტელთა ლიდერი ჯეფ ტიგის თამაში უფერულად ჩანს.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ ატლანტელები 7 ქულით აგებდნენ და წარმატების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მისი გამოყენება მასპინძლებმა ვერ მოახერხეს.

ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 18,28 წუთი გაატარა. ზაზამ 8 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5-5 საკუთარ და მეტოქის ფარებზე მოხსნილი ბურთი მოაყოლა. სხვა სტატისტიკური მონაცემი ქართველ ცენტრს არ ჰქონია. მას არც ბურთი დაუკარგავს, არც დაჯარიმებულა და არც მასზე დაურღვევიათ ოკლაჰომელებს წესები.

15 მოგების მქონე ატლანტასთვის ეს მე-8 მარცხი გახლდათ, თუმცა ამ წაგებას ფაჩულიას გუნდისთვის სატურნირე თვალსაზრისით არ უმოქმედია. "ქორები" აღმოსავლეთში კვლავ მესამე ადგილზე არიან. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს "ფილადელფიასთან", 21 დეკემბერს გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა