კასპის საფეხბურთო სკოლა პატარა რაიონის საფეხბურთო სკოლების ფონზე ერთ-ერთი გამორჩეულია ნაყოფიერი მუშაობით

პატარა რაიონის საფეხბურთო სკოლების ფონზე კასპის საფეხბურთო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია ნაყოფიერი მუშაობით. იგი ადგილობრივ სტადიონსა და მასთან მდებარე ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.

სკოლას აქვს განყოფილებები რაიონის ხუთ სოფელში (ლამისყანა, სამთავისი, ოკამი, ზემო ჭალა, ქვემო გომი) და ათამდე ლიცენზირებული მწვრთნელი 200-მდე პატარა ფეხბურთელს ავარჯიშებს.

დაარსებიდან დღემდე კასპის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯალალია. ორგანიზაცია კასპის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და, არცთუ დიდი ბიუჯეტის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების გზით, თავისი ასაკობრივი გუნდების სრულ ეკიპირებას, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობას და ისეთი ფეხბურთელების გაზრდას ახერხებს, რომლებიც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კლუბებში ასპარეზობენ.

ცოტა ხნის წინათ "ლელოში" ვოლგოგრადის "როტორის" მცველ დევი ქენქაძეზე ვწერდით, რომელიც სამთავისში მწვრთნელ კობაურთანაა აღზრდილი. მის გარდა, კასპიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს.

"უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოში ვიზიტისას ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დროულად გადასაჭრელ პრობლემათაგან სატრანსფერო პოლიტიკის სრულყოფა მიიჩნია.

აღნიშნული ხარვეზები ბავშვთა საფეხბურთო სკოლებზე განსაკუთრებით აისახება.

ჩვენ რომ შეგვეძლოს საკუთარი აღზრდილი სპორტსმენების ტრანსფერით კუთვნილი ფინანსური სარგებელის მიღება, სკოლები და გუნდები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში გვეყოლებოდა", - ამბობს ავთანდილ ჯალალი.

კასპის სტადიონი, სადაც ამ გუნდებს უწევთ ვარჯიში და მატჩების გამართვა, სავალალო მდგომარეობაშია. კაპიტალური რემონტი აქაურობას 1968 წლიდან არ ჩატარებია. ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, უჭირს სისტემატურად მინდვრის სათამაშო კონდიციების შენარჩუნება.

სახარბიელო მდგომარეობა არც იქვე არსებულ ადმინისტრაციის შენობაშია, სადაც სკოლის ხელმძღვანელთა და მუშაკთათვის მოწყობილი ოთახების გარდა, განთავსებულია გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები.

აღნიშნულ შენობასაც დაარსებიდან (1988 წ) არ ჩატარებია რემონტი. წყლით, გაზით და დენით კია უზრუნველყოფილი, მაგრამ პრობლემებია კანალიზაციასთან, სასმელ წყალთან და სახურავთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, რომ აუცილებელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ხშირი სტუმრობა რეგიონებში, სკოლებში არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად.

დაახლოებით ერთი წლის წინათ თბილისში სფფ-ის ოფისში გახლდით. აღმოჩნდა, რომ შუადღის შესვენებისას მივსულვარ. რომელ ოთახშიც საქმე მქონდა, კარზე წარწერა ვნახე: შესვენებაა და გთხოვთ, ერთი საათით გაძლოთ უჩვენოდ".

"სულაც თქვენს გარეშე არა ვძლებთ-მეთქი?" - ვუთხარი მოსაცდელ დარბაზში მყოფ სფფ-ის სხვა თანამშრომლებს.

მე არც ჩვენი ფეხბურთის ხელისუფალთა გაკეთებულს ურვყოფ, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, რომ რაიონებთან მიმართებაში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია არა მხოლოდ წერილობით მიღებულ ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს, არამედ უშუალოდ უნდა ხედავდეს ყველაფერს და შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობდეს საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში", - გვითხრა სკოლის თავკაცმა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას სკოლაში დიდი ხანია, არ უჩივიან, მაგრამ მუნიციპალიტეტისგან აღებული ვალდებულების გაზრდის საჭიროებას ხედავენ, თუნდაც ზემოაღნიშნული ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

ამ თვალსაზრისით, ავთანდილ ჯალალმა იმედი გამოთქვა, რომ რაიონის ახალი გამგებელი, ცნობილი მწვრთნელი ოლეგ იაძე სპორტული დაწესებულებების მიმართ ყურადღებას გაზრდის.

ამ რაიონის ფეხბურთში მოღვაწე ადამიანთა მთავარი ოცნება კი ადგილობრივი გუნდის, "განთიადის" აღდგენაა, რასაც დიდი ხანია, არ დაადგა საშველი.

"შიდა ქართლის პრობლემებსა და მიღწევებზე "ლელო" საკმაოდ ხშირად წერს. ჩემთვის, როგორც ამ რეგიონის სპორტის მუშაკისთვის, ეს სასიამოვნოა", - გვითხრა საუბრის ბოლოს ბატონმა ავთანდილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga lotishvili
იმედია გამოიჩენენ მეტ ყურადგებას და გაგვირემონტებენ სკოლას და სტადიონს :(
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა