"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს სიმსივნის ოპერაცია გაუკეთეს, მისი მდგომარეობის შესახებ კი ექიმები კომენტარს არ აკეთებენ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ საოპერაციოში შესვლამდე ფეხბურთელებს მიმართა და თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმედიანად ისაუბრა.

"შეგიძლიათ ჩემ გამო მშვიდად იყოთ. ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ ისე სერიოზულია, როგორც უწინ იყო. ახლა სიმსივნე ისეთ ადგილზეა, რომ მისი მკურნალობა იოლია", - აქვეყნებს ვილანოვას სიტყვებს Marca.

"ახლა ისე უნდა იყოთ ერთ მუშტად შეკრულნი, როგორც არასდროს და უწინდებური შემართებით უნდა გააგრძელოთ მუშაობა", - ამ სიტყვებით კი ფეხბურთელებს "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მიმართა, რის შემდეგაც გუნდს ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხორდი როური გაუძღვა.

20 დეკემბერს 43 წლის სპეციალისტს სიმსივნის მოსაცილებლად განმეორებითი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ოჯახის წევრებისა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის თხოვნით, კლინიკის წარმომადგენლები გარკვეული დროის განმავლობაში ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ.

ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 3-4 დღით განისაზღვრა, თუმცა 6 კვირის განმავლობაში ტიტოს ქიმიო და სხივური თერაპიის კურსის ჩატარება მოუწევს.

ასევე იხილეთ:

20 დეკემბერს ტიტო ვილანოვას სიმსივნის ოპერაციას გაუკეთებენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა