ბრაზილიის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა "გრემიომ" 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონ დიდას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
ბრაზილიის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა "გრემიომ" 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონ დიდას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

39 წლის მეკარე პორტუ ალეგრიში ზიდანის და რონალდოს მეგობრების საქველმოქმედო მატჩისთვის ჩავიდა. დიდას აყვანა "გრემიოს" თავკაცმა ვანდერლი ლუშემბურგომ მოითხოვა, რადგან გამოცდილი სპეციალისტის აზრით, კლუბი, რომელსაც ლიბერტადორესის თასზე წარმატების მიღწევა სურს, მხოლოდ ერთი გამოცდილი კიპერის (მარსელო გროე) ამარა არ უნდა იყოს.

ბრაზილიელი ჟურნალისტების ცნობით, თავიდან კლუბის ხელმძღვანელები დიდას მოთხოვნებით შოკირებულნი დარჩნენ, მაგრამ ბოლოს მეკარემ უკან დაიხია და ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. შვიდი თვეა, რაც ფეხბურთს დავუბრუნდი და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი შესაძლებლობა კიდევ მომეცემოდა. მართალია, 39 წლის ვარ, მაგრამ თამაშის უდიდესი სურვილი მაქვს და კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ.

ახალი სეზონის დაწყებას და ლიბერტადორესის თასზე თამაშს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების ხარჯზე, გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შემიძლია" - განაცხადა დიდამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დიდამ საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი (10 წელი) "მილანში" გაატარა, რომელიც 2010 წელს დატოვა და კარიერაც დაასრულა, მაგრამ წელს "პორტუგეზას" წინადადებას დათანხმდა და საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა. 39 წლის მეკარემ ბრაზილიის აწ დასრულებულ ჩემპიონატში 32 თამაში ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა