21 დეკემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვეტერანი ქართველი სუმოისტი გულშემატკივრებს შეხვდა
21 დეკემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვეტერანი ქართველი სუმოისტი კოკაი-ლევან ცაგურია გულშემატკივრებს შეხვდა.

შეხვედრას კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძეც დაესწრნენ.

შეხვედრა სუმოს გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელის, ამირან ურუშაძის თაოსნობით გაიმართა.

კოკაიმ სექტემბრის ბაშოზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირზე ასპარეზობა ვეღარ შეძლო, რამდენიმე დღეში კი კარიერის დასრულებაც გადაწყვიტა. თებერვალში სუმოდან კოკაის ოფიციალური გაცილების ცერემონიალი გაიმართება.

ლევან ცაგურია პირველი ევროპელია, რომელმაც ძიურეს თანრიგს მიაღწია. მისი დებიუტი პროფესიულ ლიგაში 2001 წელს შედგა.

"ყველას დიდ მადლობას გიხდით დღევანდელი შეხვედრისთვის. ქომაგების მხარდაჭერას მთელი კარიერის მანძილზე ვგრძნობდი და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩემს სამშობლოშიც ბევრმა შეიყვარა სუმო.

ბედნიერი ვარ, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობებში მცირე წვლილი მეც შევიტანე.

ბავშვობაში სუმოს უცხოური არხებით ვადევნებდი თვალს და მაშინ დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით.

მოგვიანებით ჩემს უფროს მეგობარს, ლევან ებანოიძეს დავუკავშირდი, რომლის დახმარებითაც იაპონიაში აღმოვჩნდი და ვარჯიში დავიწყე.

სიმართლე გითხრათ, სუმოს გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი, თუმცა ეს ნაბიჯი არასდროს მინანია.

პროფესიონალი სუმოისტი გარკვეულწილად შეზღუდულია. მაგალითად, არ შეუძლია იქონიოს მობილური ტელეფონი, ვერ დაჯდება საჭესთან... მიუხედავად ყველაფრისა. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

რა თქმა უნდა, მსურს, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც განვითარდეს, მაგრამ ეს ორ და სამ თვეში არ მოხდება და არც მხოლოდ სურვილი კმარა. საჭიროა კლუბების ჩამოყალიბება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტსმენებს მუდმივად სჭირდებათ პრაქტიკა...

კარიერის დასრულება ტრავმის გამო გადავწყვიტე. სექტემბერში დავშავდი, ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა და მეც სუმოდან წასვლა გადავწყვიტე. 2 თებერვალს ოფიციალურად გამაცილებენ - თმის შეჭრის შემდეგ," - განაცხადა კოკაიმ.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევანი და თეიმურაზი საქართველოს საუკეთესო ელჩები არიან იაპონიაში.

ბევრ პოლიტიკოსს გაუჭირდება უცხოეთში ქვეყნის სახელის ისე წარმოჩენა, როგორც ეს კოკაიმ და გაგამარუმ შეძლეს. ამისთვის ისინი მხოლოდ მადლობას იმსახურებენ." - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

msy.gov.ge

ჯუ
პასუხი როინს – სუმოისტმა უნდა იცხოვროს ძველი ტრადიციების მიხედვით (მარტივი პასუხი).
roini
რატო არ შეილება სუმოისტმა დაჯდეს საჭესთან ან იქონიოს ტელეფონი?
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა