ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალია. სერია A. XVIII ტურის წინ: რომი სანახაობის მოლოდინში

იტალია. სერია A. XVIII ტურის წინ: რომი სანახაობის მოლოდინში

საშობაო პაუზამდე ცენტრალური შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება, სადაც ერთმანეთს "რომა" და "მილანი" შეებრძოლებიან
22 დეკემბერს გასამართი მატჩების შემდეგ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საშობაო პაუზა გამოცხადდება.

XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება, სადაც ერთმანეთის პირისპირ "რომა" და "მილანი" წარსდგებიან.

მართალია, სკუდეტოს მაძიებელი არც ერთი არ გახლავთ, მაგრამ ამ გუნდების ჯახი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

რომა-მილანი

"რომას" თამაში იშვიათად არის მოსაწყენი და მით უმეტეს, როდესაც გრანდებს ეჭიდავება. მიმდინარე სეზონში, "მილანიც" შემტევ ფეხბურთს თამაშობს, 4-3-3 ტაქტიკით ირჯება და შესაბამისად, "სტადიო ოლიმპიკოზე" კარგი სანახაობა უნდა ვიხილოთ.

სატურნირო ცხრილში გუნდები მეზობლები არიან და როგორც ასეთ დროს ამბობენ, ბრძოლა ექვსი ქულისთვის გაიმართება.

ზდენეკ ზემანი შეტევის წინა ხაზზე ნაცად ტრიოს დაეყრდნობა ფრანჩესკო ტოტის, ერიკ ლამელას და პაბლო ოსვალდოს შემადგენლობით. ამჯერად, თადარიგში რჩება მატია დესტრო, რომელიც ბოლო პერიოდში სასტარტო თერთმეტეულს გაიშინაურდა.

მიჯრით მოგებული მატჩების შემდეგ, რომაელებმა ვერონაში წაიმტვრიეს კისერი და რეაბილიტირებას ლომბარდიელებთან გეგმავენ - სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ზდენეკ ზემანი:

"წინა ტურში საკმაოდ მწარე მარცხი ვიწვნიეთ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ საშობაოდ ხასიათი გამოვიკეთოთ.

"მილანი" პროგრესის გზას ადგას და იოლად არაფერს დათმობს, რაც კარგად უნდა გავითვაისოთ.

თუ საგოლე მომენტები ისევე გავატანეთ ქარს, როგორც ვერონაში, არაფერი გამოვა. მეტი იმპროვიზაცია და მეტი სისწრაფე გვმართებს".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე სეზონში მასიმილიანო ალეგრი 4-3-3 სქემას ეყრდნობა და გამონაკლისი არც რომაული მატჩი იქნება.

შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავი გაირჯება, ფლანგებიდან კი მას რობინიო და კევინ პრინს ბოატენგი დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი ალეგრიმ მკვეთრად შემტევ ფეხბურთელად აქცია და როგორც თავად აცხადებს, ახალ პოზიციაზე თამაში ძალიან მოსწონს.

თადარიგში დარჩებიან ბოიან კრკიჩი და ჯამპაოლო პაცინი, ისევე როგორც, ურბი ემანუელსონი, რომელსაც ასევე შეუძლია გარემარბად თამაში.

ალეგრი "რომასთან" მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს:

"სეზონი იმდენად ცუდად დავიწყეთ, რომ დღეს, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. გამარჯვების შემთხვევაში, "რომას" ადგილს გავუცვლით და ლიდერთა მარაქაში გავერევით.

თუმცა, კარგად მესმის, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება, რადგან მეტოქედ ძლიერი გუნდი გვყავს. "რომა" საკუთარ მოედანზე შესანიშნავად ასპარეზობს და თუ თამაში წაუვიდა, ნებისმიერი მეტოქის გაცამტვერება შეუძლია. ამიტომ, სრული მობილიზება გვმართებს, რომ მიზანს მივაღწიოთ.

ჩვენი კოზირი? - გვაქვს ჩვენი პლუსები, თუმცა დღეს, ამის შესახებ საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება და უმჯობესია, რომ დაველოდოთ ამ უმნიშვნელოვან პაექრობას".

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, ბურდისო, ბალცარეტი - პიანიჩი, დე როსი, ფლორენცი - ლამელა, ოსვალდო, ტოტი.

მილანი (4-3-3): ამელია - დე შილიო, მექსე, იეპესი, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი, ნოჩერინო - რობინიო, ბოატენგი, ელ შაარავი.

ინტერის შანსი

წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულების საკმაოდ კარგი შანსი აქვს "ინტერს", რომელიც საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთა შორის მყოფ "ჯენოას" დაუპირისპირდება.

ანდრეა სტრამაჩონი ამჯერად 3-4-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე კასანო-მილიტო-პალასიოს ტრიოს გაამწესებს.

"ინტერის" მესაჭე ოპტიმიზმით აღსავსეა:

"აუცილებლად უნდა მოვიგოთ და წელი გამარჯვებით დავასრულოთ. მჯერა, რომ ასეც იქნება, რადგან შეგირდები არნახულასდ მოტივირებულნი არიან.

დასამალი არაფერი მაქვს, სამი თავდამსხმელით შევუტევთ და ნახევარმცველებსაც ისეთს შევარჩევ, შეტევა რომ ეხერხებათ.

მსურს, წლის ბოლო შეხვედრაში გულშემატკივარს უდიდესი სიამოვნება მივანიჭოთ".

აქვე, ერთი მოკლე ინფორმაცია "ინტერის" შესახებ, რომლის მიხედვითაც იანვრიდან გუნდის ღირსებას "პორტუს" მცველი რონალდუ დაიცავს.

დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მილანური გრანდის მესვეურებმა პორტუგალიელ კოლეგებთან შეთანხმებას მიაღწიეს და 27 წლის უკანახაზელთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებენ. რაც მთავარია, ზაფხულში "ინტერს" გამოსყიდვის უფლება ექნება და სურვილის შემთხვევაში, "პორტუს" ბიუჯეტი 10 მილიონი ევროთი გამდიდრდება.

მოკლედ, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და "ინტერის" მესვეურები უკვე საქმეებს ჩარხავენ.

საინტერესო მატჩი შედგება გენუაში, სადაც "სამპდორიას" "ლაციო" ესტუმრება. რომაელები ანტონიო კანდრევას მოისაკლისებენ, რომელიც ბოლო ხანებში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება... მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სენად ლულიჩი იქნება, რომელიც გონსალესის, ლედესმას, ერნანესის და მაურის მხარდამხარ გაირჯება.

ცენტრფორვარდი მიროსლავ კლოზე იქნება, რომელიც ვლადიმირ პეტკოვიჩმა სათასო პაექრობაში დაასვენა.

რთული გასვლითი მატჩი ელის "ფიორენტინას", რომელიც "პალერმოს" სტუმრობს. მართალია, კუნძულელები ვერ ბრწყინავენ და ცხრილის ფსკერზე ყურყუტებენ, მაგრამ სიცილიაზე თამაში ნებისმიერ შემთხვევაში რთულია.

ვინჩენცო მონტელა 3-5-2 სქემას შეარჩევს და თავდასხმაში სტევან იოვეტიჩი-ლუკა ტონის ტანდემს გაამწესებს. დიახ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ორივე ჯანმრთელია და მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტევენ.

"ვიოლამ" "ნაპოლის" დაჯარიმებით ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა, თასზეც გაიკვლია გზა და სრული ბედნიერებისთვის სიცილიაზე სამი ქულის აღებაა საჭირო. ვნახოთ...

იტალია. სერია A. XVIII ტური

21 დეკემბერი

პესკარა-კატანია 2:1

გოლები: 1:0 სელიკი (23), 1:1 ბარიენტოსი (36), 2:1 ტონი (49).

პესკარა (4-3-1-2): პერინი - ბალცანო, ტერლიცი, კაპუანო, მოდესტო (68. ძანონი) - ნიელსენი, ტონი, ბარნასონი - ვეისი (80. კაპრარი) - აბრუსკატო, სელიკი.

კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი (43. ბელუში), ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ისკო, ლოდი, ალმირონი - ბარიენტოსი, კასტრო, გომესი (76. მორიმოტო).

გაფრთხილება: სელიკი - ისკო, ბარიენტოსი.

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10-13(3-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 15 000

კალიარი-იუვენტუსი 1:3

გოლები: 1:0 პინილია (16-პენ.), 1:1 მატრი (75), 1:2 მატრი (90), 1:3 ვუჩინიჩი (90).

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, არიაუდო, ასტორი, მურუ (53. პერიკო) - დესენა, ნაინგოლანი, ეკდალი - რიბეირო - პინილია (76. ნენე), საუ (67. დელ ფაბრო).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი (62. პადოინი), ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი (72. ვუჩინიჩი), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, კვალიარელა (61. კვალიარელა).

გაფრთხილება: პიზანო, არიაუდო, მურუ, დესენა - ლიხტშტაინერი, ვიდალი.

გაძევება: ასტორი (65. კალიარი).

კუთხური: 1-6; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 3-21(2-10); ბურთის ფლობა: 33%-67%.

მაყურებელი: 5 000

22 დეკემბერი

ინტერი-ჯენოა 15.30

დისკვალიფიკაცია: გუარინი - სეიმური, მორეტი.

ტრავმა: სტანკოვიჩი, ობი, მუდინგაი, კასტელაცი, ნაგატომო, კოუტინიო - ფერონეტი, ხორკერა, ბოვი, იანკოვიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +11=3-3, (36-18)

ატალანტა-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: მანფრედინი - ერუ, ალანი.

ტრავმა: კაპელი, რადოვანოვიჩი, სკელოტო, პარა, მარილუნგო - ვილიანსი, არმერო, ბარეტო.

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +8=9-12, (24-34)

ბოლონია-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: პალეტა (პარმა).

ტრავმა: პულცეტი, პაციენცა, პერესი, ხიმენესი, ლომბარდი, ნატალი - გალოპა, როზი, მირანტე.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +9=9-8, (23-23)

პალერმო-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: ოლივერა, რონკალია (ფიორენტინა).

ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი - აგაცი, კამპორეზე.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +6=3-9, (17-24)

სამპდორია-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: ტისონე - კანდრევა.

ტრავმა: მაქსი ლოპესი - ედერსონი, როკი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +8=6-15, (35-47)

სიენა-ნაპოლი 18.00

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი, პაჩი, ნეტო, ვერგასოლა - ინლერი, კანავარო, გრავა.

ტრავმა: ზე ედუარდო, კამპანიოლო, ანჯელო, სესტუ - ჯემაილი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +5=4-5, (14-16)

ტორინო-კიევო 18.00

ტრავმა: დიოპი, ოგბონა, ვერდი, სანტანა - ლუსიანო, ვაჩეკი, მ. რიგონი, ფრეი, ვიოტი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +6=6-4, (19-19)

რომა-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი, კასტანი (რომა).

ტრავმა: მარკინიო - პატო, ტრაორე, დიდაკ ვილა, მესბა, დე იონგი.

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +12=13-15, (48-48)

სატურნირო ცხრილი

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ნაპოლი -2, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 14 - ელ შაარავი (მილანი); 12 - კავანი (ნაპოლი); 10 - კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე); 8 - ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), მილიტო (ინტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ