პირველობის სამი ლიდერიდან ერთმა, "პარი სენ ჟერმენმა" მე-19 ტურის მატჩი 21 დეკემბერს ბრესტში ჩაატარა და 3:0 იმარჯვა
საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი წრე სრულდება და ლიგა 1 11 იანვრამდე დაგვემშვიდობება.

პირველობის სამი ლიდერიდან ერთმა, "პარი სენ ჟერმენმა" მე-19 ტურის მატჩი 21 დეკემბერს ბრესტში ჩაატარა და 3:0 იმარჯვა, "ოლიმპიკები" კი შაბათ-კვირას ითამაშებენ.

ეს სამი გუნდი ე.წ. "შემოდგომის ჩემპიონის" ტიტულისთვის იბრძვის...

რეკორდმაისტერები

ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი, ტრადიციულად ბოლოს გაიმართება. "ველოდრომზე" სტუმრად "სენტ ეტიენი" ჩადის, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ ცუდ ფორმაშია - "მწვანეებს" ბოლო ოთხი მატჩია გოლი არ გაუტანიათ და შესაბამისად ამ პერიოდში არც მოუგიათ.

კრისტოფ გალტიეს გუნდის მშრალი სერია უკვე 377 წუთია გრძელდება - ბოლო გოლი "სენტ ეტიენის" ფეხბურთელებმა 23 ნოემბერს, "ვალანსიენს" გაუტანეს.

თუმცა, არის მეორე სერიაც, რომელიც აშკარად საამაყოა. კერძოდ, "სენტ ეტიენს" სტუმრად უკვე 7 მატჩია არ წაუგია - ბოლოს "მწვანეებმა" გასვლაზე 18 აგვისტოს "ტულუზთან", მეორე ტურში წააგეს, შესაბამისად მიხვდებოდით, რომ სტუმრად ეს მარცხი გუნდისთვის ამ სეზონში ერთადერთი იყო.

დადებითი განწყობაა "მარსელის" ბანაკში - ელი ბოპის გუნდმა ბოლო ოთხი მატჩიდან სამი მოიგო და ჩემპიონატის თანალიდერია, თუმცა მეტოქის არ იყოს, საპირისპირო ხასიათის სერია "ოლიმპიკსაც" აქვს: "მარსელმა" შინ ბოლო ორი მატჩი წააგო, თანაც ორივე დიდი ანგარიშით ("ლიონთან" 1:4 და "ლორიანთან" 0:3).

"რეკორდმაისტერების" ("სენტ ეტიენი" 10-გზის ჩემპიონია, "მარსელი" კი 9-გზის) ბოლო ორი თამაში უგოლოდ დასრულდა, უფრო შორს თუ წავალთ, აღმოვაჩენთ, რომ "სენტ ეტიენს" "მარსელთან" უკვე 9 თამაშია არ მოუგია (3 ფრე და 6 წაგება) და ბოლოს "ოლიმპიკს" 2007 წელს, საკუთარ მოედანზე სძლია.

"ველოდრომზე" სულ 47 თამაში შედგა, რომელთაგანაც 33 მასპინძელმა მოიგო, 6 ფრედ დასრულდა, 8 შემთხვევაში კი სამი ქულა სენტ ეტიენში გაემგზავრა. უკანასკნელად ასეთი რამ 32 წლის წინ, 1980 წელს მოხდა, როდესაც "მწვანეებმა" მარსელში 5:3 მოიგეს, იმის მერე გამართული 19 შეხვედრიდან 16 "ოლიმპიკმა" მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა.

კლოდ პუელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

არანაკლებ საინტერესო მატჩი "სტად ჟერლანზე" შედგება, სადაც "ლიონთან" სათამაშოდ შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ნიცა" ჩადის, რომელსაც სათავეში "ლიონის" ყოფილი მწვრთნელი კლოდ პუელი უდგას.

ზღვისპირელებმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყეს, მაგრამ ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. "ნიცას" უკვე ცხრა თამაშია არ წაუგია და ამ პერიოდში 23 ქულა დააგროვა (7 მოგება და 2 ფრე).

ბრწყინვალე ფორმაშია არგენტინელი დარიო ცვიტანიჩი, რომელიც "ბოკა ხუნიორსიდან" საფრანგეთში სეზონის დაწყების წინ გადავიდა. 28 წლის ფორვარდმა უკვე 10 გოლი გაიტანა, აქედან შვიდი უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში.

"ლიონმა" წინა ტურში "პარი სენ ჟერმენთან" წააგო, მანამდე კი აუტსაიდერ "ნანსის" ვერ მოუგო და ერთპიროვნული ლიდერობა დათმო. რემი გარდს მხოლოდ კლემან გრენიეს გამოყენება არ შეუძლია, სხვა მხრივ ყველა ლიდერი მწყობრშია, ასე რომ, საკმაოდ საინტერესო მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

ჩემპიონი VS ექსჩემპიონი

ლილში ერთმანეთს საფრანგეთის ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული შეხვდება. ორივე გუნდს 26 ქულა აქვს და მე-9-11 ადგილებს იყოფს, მაგრამ თუ მოქმედი ჩემპიონი აღმავლობის გზაზეა, რაზეც ზედიზედ სამი მოგებული მატჩი მოწმობს, ექსჩემპიონს აშკარად ჩავარდნა აქვს.

"ლილს" ამ შეხვედრაში ტულიო დე მელო და ფრანკ ბერია ვერ დაეხმარებიან, "მონპელიეს" კი სირილ ჟონშამი ჰყავს დისკვალიფიცირებული, გარდა ამისა საეჭვოა მარკო ესტრადას და გარი ბოკალის თამაში.

წარმატებული და წარუმატებელი სერიები

შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ლორიანი" (ზედიზედ 4 მოგება), საკუთარ მოედანზე "რეიმსს" შეხვდება, რომელსაც აგერ უკვე 10 თამაშია არ მოუგია.

კრისტიან გურკუფის შეგირდები, გამარჯვების შემთხვევაში, პირველ წრეს მეოთხე ადგილზე დაასრულებენ, რაც ამ ეტაპის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იქნება.

"ბორდო", რომელსაც ხუთი თამაშია არ მოუგია "ტრუას" ეთამაშება და ვალდებულია წარუმატებელი სერია დაასრულოს. წინა ტურში ჟირონდელები ბოლო ადგილზე მყოფ "ნანსის" შეხვდნენ და შინ მხოლოდ ერთი ქულა წამოიღეს, მათი ამჟამინდელი მეტოქე კი მე-19 ადგილზეა და სტუმრად მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული.

"ნანსი" ვახსენეთ და სადაც სერიებზე ვსაუბროთ, ამ გუნდის გარეშე არაფერი გამოვა - ლიგა 1-ის აუტსაიდერმა ბოლო 6 მატჩი ფრედ დაასრულა, მათ შორის ბოლო 5 ერთნაირი ანგარიშით, 1:1!

გარდა ამისა, ჟან ფერნანდესის გუნდს 17 მატჩია (!) არ მოუგია (ერთადერთი გამარჯვება პირველ ტურში მოიპოვა).

ამ ტურში "ნანსი" კორსიკაზე "ბასტიას" ეთამაშება და წლის კარგ განწყობაზე დასრულებას ეცდება, თუმცა ამდენი უიღბლო სერიის ერთიანად დასრულება ძალიან გაუჭირდება, რადგან "ბასტია" შინ, ტრადიდიულად, კარგად თამაშობს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური

21 დეკემბერი

ბრესტი-პსჟ 0:3

22 დეკემბერი

ლილი-მონპელიე 20:00

აიაჩო-რენი 23:00

ლორიანი-რეიმსი 23:00

ბორდო-ტრუა 23:00

ლიონი-ნიცა 23:00

ბასტია-ნანსი 23:00

23 დეკემბერი

ვალანსიენი-ევიანი 17:00

ტულუზი-სოშო 20:00

მარსელი-სტ. ეტიენი 00:00

სატურნირო ცხრილი

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები:

17 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - ბენ ბასატი (ბრესტი), გუფრანი (ბორდო), მოდესტი (ბასტია), ალიადიერი (ლორიანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა