17 წლისა და 9 თვის მიკაელა შიფრინი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მოთხილამურეა, რომელმაც 2008 წლის შემდეგ მსოფლიოს თასის ეტაპზე გაიმარჯვა
შვედეთის კურორტ არეში დასრულდა მსოფლიოს თასის ორდღიანი ეტაპი. გიგანტური სლალომის შემდეგ, პირველობა სპეციალურ სლალომში ჩატარდა და იქ საბოლოოდ ვიხილეთ ახალი ვარსკვლავის დაბადება.

ეს გახლავთ 17 წლის მიკაელა შიფრინი, რომელსაც ამერიკული სათხილამურო სპორტის მომავალ ლიდერს უწოდებენ.

თინეიჯერს აქამდე მსოფლიოს თასის ეტაპებზე ორი პოდიუმი ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ პირველი ადგილი არასოდეს დაუკავებია.

21 დეკემბერს მან და შვედმა ფრიდა ჰანსდოტერმა შესანიშნავი დუელი გამართეს და მათგან ერთ-ერთს უნდა მოეპოვებინა კარიერაში პირველი გამარჯვება.

ამ დუეტთან ბრძოლა სცადა მსოფლიოს თასის ლიდერმა ტინა მაზემ, მაგრამ მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ორი ცდის ჯამში.

რაც შეეხება შიფრინისა და ჰანსდოტერის დაპირისპირებას, პირველი ცდა მასპინძელმა მოთხილამურემ მოიგო, მაგრამ მეორე დაშვებისას შიფრინმა აბსოლუტურად საუკეთესო დრო დააფიქსირა.

ჰანსდოტერი ბოლო გამომსვლელი იყო, მან იცოდა ამერიკელის საბოლოო შედეგი, პირველ ორ საშუალედო ფინიშზე ლიდერობას ინარჩუნებდა, მაგრამ ტრასის ბოლო მონაკვეთი სწრაფად ვერ გაიარა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

17 წლისა და 9 თვის შიფრინი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მოთხილამურე, რომელმაც 2008 წლის შემდეგ მსოფლიოს თასის ეტაპზე გაიმარჯვა. მანამდე ასევე 17 წლის ასაკში მიაღწია ასეთივე წარმატებას შვეიცარიელმა ლარა გუტმა, რომელმაც მაშინ სუპერგიგანტი მოიგო.

რაც მთავარია, შიფრინი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს თასზე სპეციალური სლალომის ჩათვლას. მის ანგარიშზეა 196 ქულა, რაც 22-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფი გერმანელის მარია რიშის შედეგზე. რიში გუშინდელ ეტაპზე მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა.

გერმანელი ასევე მეორე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში, თუმცა მისი ჩამორჩენა ლიდერ ტინა მაზესთან კიდევ უფრო გაიზარდა. სლოვენიელის უპირატესობამ თითქმის 400 ქულას მიაღწია და მაზე დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს მსოფლიოს თასის პირველი ტიტულისკენ.

მსოფლიოს თასი

სლალომი

1. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 1:45.36 (54.03+51.33); 2. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედეთი) - 1:45.65 (53.88+51.77); 3. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:45.88 (54.17+51.71); 4. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედეთი) - 1:46.57 (54.12+52.45); 5. ერინ მილზინსკი (კანადა) - 1:46.71 (54.35+52.36); 6. ნატალი ეკლუნდი (შვედეთი) - 1:46.75 (54.99+51.76)...

საერთო ჩათვლა

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 919 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 532; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 466; 4. ლინდსი ვონი (აშშ) - 414; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 350; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 346...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geniosa
ქართველ მოთხილამურეებს რატომ არ აქცევენ ყურადღებას,თითქმის არცერთ საერთაშორისო ტურნირში რომ არ მონაწილეობენ
სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა