ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ლოკაუტის გაგრძელების შესახებ
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ლოკაუტის გაგრძელების შესახებ. ამან გამოიწვია რეგულარული ჩემპიონატის მატჩების გაუქმება 2013 წლის 14 იანვარის ჩათვლით.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2012-13 წლების სეზონში გაუქმებული მატჩების რიცხვმა 625-ს მიაღწია, რაც რეგულარული ჩემპიონატის ნახევარზე მეტია.

NHL-ის ვიცე-კომისარმა ბილ დეილიმ მოკრძალებული ოპტიმიზმი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა 2012-13 წლების სეზონში შემოკლებული რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება.

"გვექნება თუ არა სეზონი? გვექნება. ჩვეულებრივ, ყველაფერს უფრო პოზიტიურად ვუყურებ, ვიდრე სხვა ბევრი ადამიანი, რომლებთანაც ვმუშაობ. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ ჰოკეი არ ვითამაშოთ. თუ საღი გონება გაიმარჯვებს, ჰოკეი ამ სეზონში იქნება", - აცხადებს დეილი.

პროფკავშირების ხელმძღვანელი დონალდ ფერი მოხარულია ლიგის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი სიტყვებით.

"ეს კარგი ამბავია, მოხარული ვარ ასეთი ფრაზის მოსმენით. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ დეილი მართალი აღმოჩნდება. ჰოკეის თამაში - სწორედ ეს არის ჰოკეისტების მიზანი, ეს ის არის, რის მიღწევასაც ვცდილობთ.

მინდა მჯეროდეს, რომ შევძლებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას და შექმნილი პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას", - აღნიშნავს ფერი. არადა, უახლოეს დღეებში არ არის დაგეგმილი ოფიციალური მოლაპარაკებები.

ამასობაში, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ლიგისა და პროფკავშირის მორიგი შეხვედრისას შეიძლება განიხილონ NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. დაპირისპირებულ მხარეებს ამ თემაზე ჯერ არ ულაპარაკიათ და არ არის გამორიცხული, რომ ამ პუნქტს საერთოდ არ შეიტანენ ლიგასა და მოთამაშეთა ასოციაციას შორის ახალ ხელშეკრულებაში.

ცნობილია, რომ NHL განიხილავდა ამ საკითხს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა