მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სპორტული მარკეტინგის სფეროში წამყვან კომპანიასთან - სააგენტო IMG-თან ხელშეკრულება გააფორმა
მოახლოებულმა ავსტრალიის ღია პირველობამ სერიოზული დანაკლისი განიცადა - 2013 წლის სეზონში "დიდი სლემის" რიგით პირველ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს რუსი ვერა ზვონარევა.

მსოფლიოს ყოფილმა მეორე ნომერმა მიზეზად მხარის ტრავმა დაასახელა.

რუსი ასევე გამოტოვებს საჩოგბურთო ტურნირს ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში.

ამჟამად, 28 წლის ზვონარევას 96-ე ადგილი უჭირავს WTA-ის კლასიფიკაციაში. ის აქტიურ სპორტს თებერვლამდე ან მარტამდე ვერ დაუბრუნდება.

2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობა სტარტი 14 იანვარს აიღებს.

არგენტინული ჩოგბურთის პირველმა ნომერმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ჯერ ვერ გადაწყვიტა - ითამაშებს თუ არა 2013 წლის 1-3 თებერვალს დევისის თასის მეოთხედფინალში, რომელშიც არგენტინა ბუენოს აირესში გერმანიას მიიღებს.

"მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს პარტნიორებთან, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა გერმანიის წინააღმდეგ. უახლოეს ხანში შევხვდები არგენტინის ნაკრების კაპიტანს და მაშინ გავაკეთებ არჩევანს", - ამბობს დელ პოტრო.

შეგახსენებთ, რომ უკვე დაადასტურეს გერმანიის წინააღმდეგ თამაში დავიდ ნალბანდიანმა და ხუან მონაკომ. უფრო მეტიც, ნალბანდიანმა დევისის თასის მერვედფინალისთვის უკეთ მოსამზადებლად ავსტრალიის ღიას გამოტოვება გადაწყვიტა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხელშეკრულება გააფორმა სპორტული მარკეტინგის სფეროში წამყვან კომპანიასთან - სააგენტო IMG-თან.

აღვნიშნავთ, რომ 25 წლის სერბი ჩოგბურთელის გარდა, IMG მართავს ესპანელი რაფაელ ნადალისა და რუსი მარია შარაპოვას საქმეებს.

აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ადრე ჯოკოვიჩმა კონტრაქტი გაწყვიტა CAA Sports-თან, თავის მხრივ, IMG-მ შეწყვიტა ურთიერთობა შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა