ზუგდიდური კლუბი, რომლის ფეხბურთელები უხელფასობის გამო გაიფიცნენ, 23 დეკემბერს "მეტალურგს" დუბლებით ესტუმრება
"ზუგდიდისთვის" ფინანსური პრობლემები ძალიან კარგად ნაცნობი თემაა, თუმცა ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს - მიუღებელმა ანაზღაურებამ გუნდის ფეხბურთელებს რადიკალური ნაბიჯისკენ უბიძგა და მათ რუსთავში "მეტალურგთან" სათამაშოდ წასვლაზე უარი თქვეს.

გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს წერილი მისწერეს (იხილეთ).

როგორც "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვაცნობა, რუსთავში მატჩი მაინც ჩატარდება, ოღონდ იქ ზუგდიდური კლუბი დუბლშემადგენლობით ჩავა.

"რა გითხრათ, მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია.

თუკი წინა ტურებში ავად თუ კარგად მაინც ვახერხებდით სათამაშოდ გასვლას, პირველი ეტაპის ბოლო ტურში ეს უკვე შეუძლებელია - გადაწყვეტილია, რომ "მეტალურგს" დუბლებით ვესტუმრებით.

პრემიები და ნოემბერ-დეკემბრის სახელფასო დავალიანება ბიჭებს არ მიუღიათ და მათი ეს ნაბიჯი სწორედ ამით არის განპირობებული.

სიმართლე რომ გითხრათ, ისინი ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, მათი მოედანზე გასვლა არც იქნებოდა მიზანშეწონილი", - გვითხრა ქომეთიანმა.

როგორც იცით, "ზუგდიდს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ზუგდიდის გამგებელი კი თანამდებობიდან გადადგა და კლუბის დაფინანსების საკითხი ჰაერში ამიტომაც გამოეკიდა.

ჯერჯერობით, "ზუგდიდის" მომავალი სრული ბურუსითაა მოცული და იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

ქომეთიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადებაში დაფიქსირებულ 23 ფეხბურთელს კლუბი არ დაუტოვებია და საუბარი მხოლოდ "მეტალურგთან" სათამაშოდ არგასვლაზეა.

"ზუგდიდის" დამრიგებელმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ მოთამაშეებს გუნდში დაბრუნების საფუძველი გაუჩნდებათ.

ჯერჯერობით, პოსტზე რჩებიან ქომეთიანი და "ზუგდიდის" მწვრთნელ-კონსულტანტი ოთარ გაბელია.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს "ზუგდიდის" ფეხბურთელებმაც.

ლევან აკობია (გუნდის კაპიტანი):

"დაგვღალა გაუთავებელმა დაპირებებმა, ჩვენი კუთვნილი ანაზღაურება კი არადა არ ჩანს. ყველაფერთან ერთად, გუნდს უკვე კვების პრობლემაც აქვს".

დავით გამეზარდაშვილი:

"ელემენტარული პირობები არ გვაქვს, უშედეგოდ ველოდებით ორი თვის ხელფასს და ოთხი თვის პრემიას.

არც თბილისის "დინამოსთან" ვაპირებდით თამაშს, მაგრამ ცრუ დაპირებით გადაწყვეტილება შეგვაცვლევინეს. რუსთავში სათამაშოდ კი ძირითადი გუნდი არ წავა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზუგდიდში" გაფიცვაა - ფეხბურთელები ხელფასს ითხოვენ [VIDEO]

ელგუჯა ქომეთიანი: ზუგდიდელებისთვის "დინამოსთან" წარმატებას სხვა ფასი აქვს

ოთარ გაბელია: უცენზურო შეძახილები ყველა ქვეყნის სტადიონებზეა

ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს

ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა

dato
ამოვიდა ამატი გაუტავებელიუ ლაპარაკი უფოლბაზე თუარ შეგიძლიათ გუნდის შენახვა წადით და სხვარამე აკეთეთ ვაი თქვეს პატრონს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო