"კუწას თასი" სპორტულ ჟურნალისტ გოგონათა 7 გუნდის მონაწილეობით

შაბათს სპორტკომპლექს "ირაოზე" "ლელოს" ყოფილი რედაქტორის მიხეილ კაკაბაძის ხსოვნის ტურნირი - "კუწას თასი" გაიმართა სპორტულ ჟურნალისტ გოგონათა 7 გუნდის მონაწილეობით. ტელევიზიები - "I არხი", "რუსთავი 2", "იმედი", გაზეთი "ლელო", რადიოარხები - "ჯაკო," სტარ FM და ვებგვერდი გოლი.გე. "ლელო" გოლი.გე-სთან 0:1 დამარცხდა, მერე კი "რუსთავი 2"-ს ამავე ანგარიშით სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

მაია ჯიჯავა, სალომე ხარატიშვილი, ანა ხითარიშვილი, ხატია ცარციძე, შორენა ცხადაძე - ეს "ლელოს" გუნდია, რომელსაც მწვრთნელთა კურსების გავლის შემდეგ ჩვენი კოლეგა ლევან ჯანეზაშვილი ხელმძღვანელობდა.

ბოლოსწინა რაუნდში "ლელომ" პენალტების სერიაში "I არხთან" 2:3 წააგო, მეორე ნახევარფინალში კი ამ უკანასკნელმა გოლი.გე დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში გოლი.გე -მ კვლავ აჯობა "ლელოს"ამჯერად პენალტების სერიაში - 3:2. რაც შეეხება ფინალს, "I არხმა" სტარ FM 3:0(პენალტებით, ძირითადი დრო 0:0) დაამარცხა და მთავარ პრიზს დაეუფლა - ნინო გაბელია, მარი ჭელიძე, თათია ახობაძე, მარი ბერძენიშვილი, ელენე იაშვილი.

საუკეთესოდ დასახელდნენ: ნინო გაბელია - მეკარე (ლეგენდარული მეკარის ოთარ გაბელიას ძმისშვილი, "I არხი"); მარი ჭელიძე - მცველი ("I არხი"); თათია ახობაძე - ბომბარდირი (5 გოლი, "I არხი"); გვანცა ვაჩაძე - საუკეთესო ფეხბურთელი (სტარ FM); დიანა სურმანიძე - საიმედო მეკარე (სტარ FM).

გამარჯვებული, პრიზიორი გუნდები და გამორჩეული მოთამაშეები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ქალთა ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო სორდიამ და მიხეილ კაკაბაძის შვილიშვილმა თეონა კაკაბაძემ დააჯილდოვეს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა