ზედიზედ ორჯერ უტიტულოდ დარჩენის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს
ზედიზედ ორჯერ უტიტულოდ დარჩენის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს: ბავარიულმა გრანდმა ბუნდესლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე, მეორეადგილოსან "ლევერკუზენთან" 9-ქულიანი უპირატესობით დაასრულა და ეჭვი, ფაქტობრივად, არავის ეპარება იმაში, რომ რეკორდმაისტერი "ვერცხლის სინს" დაიბრუნებს.

საფეხბურთო გერმანია ახლა იმაზე ბჭობს, თუ რა არის "ბაიერნის" ასეთი გარდაქმნის, წარმატების მთავარი საიდუმლო.

გაზეთ "ბილდის" ვერსია: მიუნხენელთა სათადარიგოთა სკამზე სეზონის პირველ ნახევარში ყოველთვის შესანიშნავი განწყობა იყო! ამის დასტურად გერმანულმა ტაბლოიდმა 23 დეკემბერს რეკორდმაისტერის სათადარიგოთა სკამის ფოტოები გამოაქვეყნა.

იმ დროს, როცა სხვა კლუბების სკამებზე მოღუშულობაა და ინტრიგებიც კი იხლართება, "ბაიერნის" თადარიგში მყოფი მოთამაშეები მუდმივად ჩინებულ ხასიათზე არიან.

ეს, პირველ რიგში, "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესის დამსახურებაა. 67 წლის "დონ იუპმა" ამ სეზონში როტაციას მიჰყო ხელი, რადგან ზაფხულში გუნდის გაძლიერების შემდეგ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს.

გერმანელი ექსპერტები როტაციის სრულყოფილ პრინციპზე საუბრობენ: ჰაინკესი ფეხბურთელებს ისე ცვლის, რომ არცერთს ტოვებს უკმაყოფილოს!

"ფეხბურთელებმა იციან და კარგად მიიღეს ის, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია და ყოველთვის ყველა ვერ ითამაშებს. რაც მთავარია, თითოეულმა იცის, რომ უშანსოდ არავის დავტოვებ," - აცხადებს "დონ იუპი".

ჰაინკესის მიდგომით და სათადარიგო ფეხბურთელების ქცევით კმაყოფილია რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მათიას ზამერიც: "თადარიგში მყოფი ფეხბურთელები ამ სეზონში შესანიშნავად იქცევიან! პირველ რიგში, იმ მოთამაშეებს ვგულისხმობ, რომლებიც ყველაზე იშვიათად ასპარეზობენ ხოლმე - რაფინიას, ტომ შტარკეს, კლაუდიო პისაროს, ანატოლი ტიმოშჩუკს და დანიელ ვან ბუიტენს.

მწვრთნელი მათ თავის გამოჩენის შანსს მოსალოდნელზე ხშირად აძლევს. ჰაინკესის როტაციით კმაყოფილები ვართ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა