ცხადაძეების "ინტერი" აზერბაიჯანში ზამთრის ჩემპიონია
გასულ უქმეებზე ჩემპიონატების მატჩები ევროპის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა და შესაბამისად, ქართველი ლეგიონერების მხოლოდ მცირე ნაწილმა ითამაშა.
ჰოლანდიის ჩემპიონატში ნელ-ნელა პოზიციებს თმობს "ვიტესი", რომელსაც ერედივიზიეში გალიდერება შეეძლო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ოდენ ერთ ქულას მოუყარა თავი. შედეგად, არნემელები ლიდერ პსვ-ს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩებიან.
22 დეკემბერს "ვიტესმა" სტუმრად "ჰერენვენთან" 1:2 წააგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 39-ე წუთზე არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით სამი ქულა მასპინძლებმა ირგუნეს.
გურამ კაშიას გოლი ჰერენვენთან
გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" განაცხადში კვლავ არ გამოჩენილან.
ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა თურქული სუპერლიგის განვლილი ტურიც. შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" შინ "ისთანბულთან" 0:1 დამარცხდა, რაც მისი ზედიზედ მეორე მარცხი და ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე ვერმოგებული მატჩია.
ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" კი სტამბულში "ბეშიქთაშთან" 1:3 წააგო. ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ყურადღების ცენტრში მოექცა ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე, რომლის გოლითაც მისმა გუნდმა ზამთრის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
"ინტერმა", რომელსაც ბაჩანას მამა, კახა ცხადაძე წვრთნის, საკუთარ მოედანზე დედაქალაქურ დერბიში "ბაქის" 1:0 სძლია, ცხადაძე-უმცროსმა კი გამარჯვების გოლი მატჩის 58-ე წუთზე, პენალტით გაიტანა.
"ინტერის" შემადგენლობაში, ცხადაძის გარდა, გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა ითამაშეს. ქართველთა გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი 33 ქულით დაასრულა.
ასევე 33 ქულა აქვს გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ "სიმურგს", მაგრამ "ინტერს" უპირატესობა აქვს ბურთების შეფარდებაში და ამას გარდა, კონკურენტზე ერთი შეხვედრით ნაკლებიც ჩაატარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანის თასზე ქართველების გაწვრთნილი გუნდები მეოთხედფინალში გავიდნენ
ბაჩანა ცხადაძე: ჩვენი ამოცანა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა
გიორგი ჭანტურია: რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" მივდივარ!
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო