მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა და კაპიტანმა ჟოზე მოურინიოს სკანდალურ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა და კაპიტანმა იკერ კასილიასმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სკანდალურ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა "მალაგასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, ბევრისთვის გასაკვირად, გუნდის ძირითადი მეკარე სათადარიგო სკამზე გაამწესა, კარში ადგილი კი ანტონიო ადანს მიანდო. ის შეხვედრა "რეალმა" 2:3 დათმო.

მატჩის შემდეგ მადრიდელთა 31 წლის კაპიტანმა აღნიშნა, რომ მოურინიოს ასეთი გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

"საერთოდ, გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. მე სათადარიგოთა შორის ყოფნას მიჩვეული არ ვარ, თუმცა გუნდის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია კასილიასის ინტერესებზე.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვარჯიში უნდა გავაგრძელო და ადანს კონკურენცია გავუწიო.

მოურინიოს ჩემთვის არაფერი აუხსნია. არც მაშინ მეუბნებოდა რამეს, როდესაც ძირითადში ვთამაშობდი და არც ახლა, როცა არ ვთამაშობ", - აქვეყნებს კასილიასის ნათქვამს Goal.com.

"თანაგუნდელებისგან თანადგომას ვგრძნობ, თუმცა ასევე მხარს ვუჭერთ ადანსაც. მატჩის შედეგმა არ გაგვახარა, თუმცა ჩვენ ორივემ ვიგრძენით, რომ მთელი გუნდი ჩვენ გვერდითაა და ეს "რეალში" არსებულ ერთსულოვნებაზე მეტყველებს.

ჯერ კიდევ მატჩისთვის მზადებისას დამეუფლა გრძნობა, რომ არ ვითამაშებდი, თუმცა ეს მთავარი არ იყო, რადგან იმ წუთებში ყველა ფიქრი "მალაგას" დამარცხების გზებსა და "ბარსელონასთან" სხვაობის შემცირებას უკავშირდებოდა", - დასძინა მეკარემ.

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 6 იანვარს, მადრიდის "რეალი" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება კასილიასს, ბოლოს ის სათადარიგო სკამზე 2002 წლის 2 მარტს, "დეპორტივოსთან" შეხვედრის დროს იჯდა.

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: დღეს იკერ კასილიასს ანტონიო ადანი ჯობია [VIDEO]

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: ჟოზემ კასილიასს ომი გამოუცხადა და... წააგო [VIDEO]

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა