"ვოლფსბურგის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ბუნდესლიგის მეორე წრისთვის გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო
ახალი მწვრთნელის პოვნის შემდეგ ("მგლებში" დიტერ ჰეკინგი დაინიშნა), "ვოლფსბურგის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ბუნდესლიგის მეორე წრისთვის გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო.

"ბილდის" ინფორმაციით, ალოფსს დორტმუნდის "ბორუსიას" ხორვატი შემტევი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის გადაბირება უნდა.

23 წლის პერიშიჩი (კონტრაქტი 2016 წლამდე) "დორტმუნდში" უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ზის, რის გამოც არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება და შესაბამისად, კლუბის გამოცვლის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

პერიშიჩი ორი წელია, რაც დორტმუნდში თამაშობს. ამ ხნის მანძილზე მან 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა; მარკო როისის ტრანსფერის შემდეგ კი, ზაფხულს აქეთ, "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

ალოფსისთვის პერიშიჩი მისი თანამემამულე ივიცა ოლიჩის იდეალური ალტერნატივაა. 33 წლის ოლიჩმა "მგლებში" იმედები ვერ გაამართლა - 15 მატჩში იასპარეზა და მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლია.

პერიშიჩთან ერთად, ალოფსი "ვოლფსბურგში" "ჩელსიდან" "ვერდერში" განათხოვრებულ საყრდენ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინსაც ეპატიჟება.

ეს უკანასკნელი ბრემენულ კლუბში ძალიან კარგად გამოიყურება და ამიტომაც მიიქცია ყურადღება. ბელგიელს "ვერდერთან" საარენდო ხელშეკრულება წლის ბოლოს უმთავრდება.

ბრემენული კლუბის მწვრთნელ თომას შააფს 21 წლის დე ბრუინი ძალიან მოსწონს, მაგრამ "ვერდერს" მისი გამოსყიდვა არ შეუძლია, "ვოლფსბურგს" კი ფული არ უჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა