"ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ვოლფსბურგში" გადასულ დიტერ ჰეკინგს მიხაელ ვიზინგერი შეცვლის
"ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ვოლფსბურგში" გადასულ დიტერ ჰეკინგს მიხაელ ვიზინგერი შეცვლის, რომელიც აქამდე "ფრანკების" 23-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ.

ეს ინფორმაცია 24 დეკემბერს ნიურნბერგელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. დაწინაურებული მწვრთნელი გუნდს 3 იანვარს ჩაიბარებს და ბუნდესლიგის მეორე წრისთვის მოამზადებს.

39 წლის მიხაელ ვიზინგერი (27 დეკემბერს 40 წლის ხდება) ყოფილი ფეხბურთელია და 1993-დან 1999 წლამდე "ნიურნბერგში" თამაშობდა, მერე კი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, სადაც 2001 წლამდე ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი (2000, 2001), მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2001), დაეუფლა გერმანიის თასს (2000) და ორჯერ მოიგო გერმანიის ლიგის თასი (1999, 2000).

სამწვრთნელო კარიერა მან 2009 წელს, "ინგოლშტადტის" 23-წლამდელთა გუნდში დაიწყო და იმავე წელს პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, 2010 წელს კი "ინგოლშტადტი", მთავარი მწვრთნელის რანგში, მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა.

"ინგოლშტადტიდან" ვიზინგერი 2010 წლის 6 ნოემბერს იმის გამო გაათავისუფლეს, რომ 11 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდა მოპოვებული. მას მერე მიხაელი "ნიურნბერგის" 23-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, ახლა კი პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა