უკეთესი იქნებოდა, საქართველოში ბელგიის ნაკრებს მბენგა ჩამოყოლოდა, ვიდრე ფეისონი
ზაზა ფაჩულიამ აგვისტოში, ბელგიასთან მატჩის წინ დანანებით აღნიშნა - ცუდია, დიდიე მბენგა რომ არ იქნება, NBA-ს კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მსიამოვნებსო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მბენგას არყოფნაში ბელგიის ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელის ადგილი მარკუს ფეისონმა შეავსო. რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა მარკუსმა ბელგიელთა წარმატებაში, ეს ქართველ გულშემატკივარსაც ახსოვს. თუმცა შეიძლება გაუკვირდეს - რა შუაშია ბელგია და NBA-ს საგამოფენო მატჩი. საქმე ისაა, რომ ზაზა ფაჩულიამ დიდიე მბენგას წინააღმდეგ ითამაშა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, საქართველოში მბენგა ჩამოსულიყო, ვიდრე ფეისონი.

დიდიე დაცვითი სტილის ცენტრია (ერთხელ ზაზასაც დაუფარა), რომელსაც მწვრთნელები ძლიერი მოწინააღმდეგეების განეიტრალებას სთხოვენ, შეტევაში კი ბევრით ვერაფრით გამოირჩევა (2 ქულა, 1 მოხსნა). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "ნიუ ორლეანთან" დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერც ფაჩულიამ იყოჩაღა - ოთხივე ორქულიანი ააცილა. თუმცა, მბენგასგან განსხვავებით, ზაზამ წინა შეხვედრებშიც და განვლილ სეზონებშიც დაამტკიცა, რომ იმ ტიპის ცენტრებს მიეკუთვნება, რომლებსაც შეტევის ზუსტი სროლით დასრულება ძალუძთ. ეს პოლონელ მარცინ გორტატთან ურთიერთშეხვედრისას 2 აგვისტოსაც ვნახეთ. სხვათა შორის, ქართველ ცენტრს დღესვე კიდევ ერთხელ მოუწევს გორტატთან თამაში - "ატლანტა" "ორლანდო მეჯიქს" მიიღებს.

ვიდრე სტატისტიკას დახედავდეთ, გეტყვით, რომ "ნიუ ორლეანთან" გამარჯვება "ატლანტა ჰოქსის" სეზონის პირველი მოგება იყო, გუნდის თავკაც ლარი დრიუსთვის კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი წარმატება...

ნიუ ორლეანი-ატლანტა 74:84

ზაზა ფაჩულია: 16 წუთი, 1 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 3 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

01:44 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:43 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:43 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

00:31 შეცდომა: 1 (ბურთი დაკარგა)

II პერიოდი

10:43 ორქულიანი: არაზუსტი

10:12 ორქულიანი: არაზუსტი

10:07 ფოლი: 1

09:46 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

09:01 ჩაჭრა: 1 (სტოიაკოვიჩს ჩაუჭრა)

08:13 ორქულიანი: არაზუსტი

06:13 სმიტმა ზაზა შეცვალა

00:27 ზაზამ სმიტი შეცვალა

III პერიოდი

03:58 ზაზამ უილიამსი შეცვალა

03:24 საჯარიმოები: 2/0

00:29 მოხსნა: შეტ-0, დაც-4

IV პერიოდი

10:41 ორქულიანი: არაზუსტი

10:29 შეცდომა: 2 (ბურთი დაკარგა)

10:03 ფოლი: 1

09:46 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 66:62)

08:33 შეცდომა: 3 (ბურთი დაკარგა)

07:45 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა