"მაიამისთან" და "ოკლაჰომასთან" მძიმე მატჩების შემდეგ "მგლები" ვიზიტით ნიუ იორკში ჩავიდნენ
ძალიან რთული კალენდარი ჰქონდა ბოლო დროს "მინესოტას". "მაიამისთან" და "ოკლაჰომასთან" მძიმე მატჩების შემდეგ "მგლები" ვიზიტით ნიუ იორკში ჩავიდნენ და პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს.

მეორე წუთიდან მოყოლებული, სტუმრებს მეტოქე ერთხელაც არ გაუშვიათ წინ და პირველი ნახევარი 55:46 მოიგეს.

არადა, ისევ ვერ ითამაშა კევინ ლავმა, რიკი რუბიო კი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. ესპანელმა 18 წუთში 5 შეცდომის დაგროვება მოახერხა.

კარგად მეურვეობდა "ნიქსის" ლიდერს კარმელო ენტონის რუსი ანდრეი კირილენკო. პირველ ტაიმში MVP-ის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო 11 ცდიდან, მაგრამ სწორედ მან გადაწყვიტა მატჩის ბედი.

სირენამდე ორი წუთით ადრე "ნიქსი" 4 ქულას აგებდა, მელომ კი იმ მომენტში ზედიზედ ორი შეტევა ჩააგდო. ამან "მინესოტა" მოადუნა და ენტონის თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა, რითაც მან კარგად ისარგებლა და 2 წუთში 12 ქულა დააგროვა.

"ნიუ იორკი" 4 ქულით გავიდა წინ საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე. "მინესოტას" გადარჩენა შვედმა სცადა, რომელმაც ბურთი მოპარა სმიტს და სამქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ, "მინესოტას" ექვსი წამი რჩებოდა მატჩის გადასარჩენად და ბოლო ტყორცნა იმავე შვედს მიანდეს, მაგრამ რუსმა ამჯერად ააცილა.

"ეგოიზმი და არანაირი ბრძოლის ჟინი - ასეთი იყო ჩემი გუნდის თამაში ამ საღამოს", - ასე დაახასიათა "დალასის" მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა თავისი გუნდის გამოსვლა "სან ანტონიოს" წინააღმდეგ.

მართლაც საშინელი გამოვიდა ამ სეზონში დირკ ნოვიცკის დებიუტი - "მავერიქსმა" 38 ქულა წააგო. თანაც, მატჩის მსვლელობისას "სპურსის" უპირატესობა 46 ქულასაც კი აღწევდა.

"ჩვენ დაახლოებით 80 ქულას ვაგებდით, სანამ მოედანზე არ შევედი. ასე რომ, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო", - ნაძალადევად ხუმრობდა გერმანელი ვარსკვლავი, რომელმაც 20 წუთში რვა ქულა და ექვსი მოხსნა მიითვალა.

მაგრამ ლიდერის დაბრუნებას "დალასზე" არ უმოქმედია და მან მეტოქეს რამდენიმე რეკორდი დაამყარებინა - ჯერ ერთი, 20 ზუსტი სამქულიანი აბსოლუტური რეკორდია "სან ანტონიოს" ისტორიაში.

გარდა ამისა, ასეთი ეფექტურობა (30-დან 20 სამქულიანი) შორეული ტყორცნებისას ასოციაციის ისტორიაში არც ერთ გუნდს არ ჰქონია იმათგან, ვისაც ერთ მატჩში 20 ან მეტი სამქულიანი ჩაუგდია.

დღის მეორე განადგურება იყო "კლიპერსის" 36-ქულიანი უპირატესობა "ფინიქსზე". ამ მოგებით კალიფორნიელებმა შეინარჩუნეს რამდენიმე მომხიბვლელი სერია.

ჯერ ერთი, ვინი დელ ნეგროს შეგირდები ზედიზედ 13 მატჩია, არ მარცხდებიან, მეორე - "კლიპერსმა" ზედიზედ მეექვსე გასვლითი მატჩი მოიგო (საკლუბო რეკორდი), მესამე - ლოსანჯელესელები ზედიზედ მერვე მატჩია, არ აგდებინებენ მეტოქეს 43 პროცენტზე მაღალი სიზუსტით.

თავად "კლიპერსი" კი ამ მხრივ შესანიშნავად გამოიყურებოდა - არიზონაში (სადაც კალიფორნიელებს სამი წელია, არ მოეგოთ) თამაშიდან ტყორცნების ნახევარზე მეტი ჩააგდო. კერძოდ, 21 სამქულიანიდან 11-მა მიაღწია მიზანს.

დემარკუს კაზინსის დასჯის შემდეგ "საკრამენტომ" მაშინვე გამარჯვება მოიპოვა, თანაც "პორტლენდის" წინააღმდეგ, რომელმაც ისევ მოუმატა თამაშს. სკანდალური ცენტრის არყოფნაში "კინგზმა" ამ სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა - 31 შედეგიანი პასი გააკეთა.

ამასთან, მეტოქეს არც სამწამიანში მისცა იოლად მოქმედების საშუალება, არადა, მოედანზე ნომინალური მეხუთე ნომერი არ ჰყოლია. მატჩის მთავარი გმირი კი მარკუს ტორნტონი გახდა, რომელმაც თავისი 22 ქულიდან 18 მეორე ტაიმში დააგროვა.

ბრუკლინი-ფილადელფია 95:92

24:17, 19:24, 26:23, 26:28

ბ: ჯონსონი (22+7 მოხსნა), უილიამსი (16+6 მოხსნა+5 პასი), ლოპესი (14+7 მოხსნა), უოლასი (14+9 მოხსნა+6 პასი), ბოგანსი (13), ბლეტჩი (10).

ფ: ჰოლიდეი (24+6 მოხსნა+9 პასი), იანგი (18+10 მოხსნა), ტერნერი (15+7 მოხსნა), ალენი (12+8 მოხსნა).

ნიუ იორკი-მინესოტა 94:91

22:29, 24:26, 25:18, 23:18

ნ-ი: ენტონი (33+7 მოხსნა), სმიტი (19+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (16+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფელტონი (15).

მ: პეკოვიჩი (21+17 მოხსნა), შვედი (18+5 მოხსნა), რიდნური (14+5 პასი), კანინგემი (12+10 მოხსნა), ბარეა (12+5 მოხსნა).

ორლანდო-იუტა 93:97

30:18, 17:28, 26:25, 20:26

ო: აფლალო (20), ვუჩევიჩი (16+16 მოხსნა), ნელსონი (14+9 პასი), რედიკი (14+5 პასი), აიონი (9+12 მოხსნა).

მ: მილსეპი (18+7 მოხსნა), გ. ჰეივორდი (17), ჯეფერსონი (12+9 მოხსნა), ფეივორსი (12), ტინსლი (11), ფიოე (10).

სან ანტონიო-დალასი 129:91

33:26, 31:26, 36:14, 29:25

ს-ა: გრინი (25), პარკერი (18+6 პასი), ლეონარდი (17+5 ჩაჭრა), დანკანი (15), ჯექსონი (14).

დ: კოლისონი (15), კამანი (10).

ფინიქსი-კლიპერსი 77:103

24:28, 19:30, 17:33, 17:12

ფ: დადლი (19+7 მოხსნა), სკოლა (11), მორისი (10+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), გორტატი (8+12 მოხსნა).

კ: გრიფინი (23+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), კროუფორდი (22), პოლი (17+13 პასი+5 ჩაჭრა), ბარნსი (15+8 მოხსნა).

საკრამენტო-პორტლენდი 108:96

21:27, 28:15, 31:29, 28:25

ს: ტორნტონი (22), სალმონსი (15+7 მოხსნა+7 პასი), აუთლოუ (15), ტომასი (11+5 პასი), ტომპსონი (10+6 მოხსნა), ჯონსონი (10).

ა: ოლდრიჯი (22+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატუმი (17+8 პასი), ლილარდი (15+7 პასი), ჰიქსონი (14+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს