"ვირტუსთან" შეხვედრის შემდეგ იქაურმა ჟურნალისტმა ვიქტორთან ინტერვიუ ჩაწერა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ის ბოლონიაზე
"მონტეპასკის" ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ თავისი ყოფილი კლუბის, ბოლონიის "ვირტუსის" წინააღმდეგ ითამაშა. იქაურმა ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ვიქტორი ბოლონიაზე.

- ჩამოსვლის დღიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი როგორც კლუბის მესვეურების, ასევე ქომაგების მხრიდან.

აქ დიდი გამოცდილება მივიღე. არაერთი თბილი მოგონება შემომრჩა, რომელთა გონებიდან წაშლა შეუძლებელია. ბოლონიაში უამრავი მეგობარი მყავს. მათი კიდევ ერთხელ ხილვა ძალიან სასიამოვნოა.

- ყველაზე კარგი და ცუდი მოგონება...

- ახლაც გული მწყდება, როცა იტალიის შარშანდელი ჩემპიონატის მეოთხედფინალს ვიხსენებ. "სასარისთან" სერიაში 0:3 დავმარცხდით, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

ამ თამაშებს ოდნავ დასვენებულები და კონცენტრირებულები რომ შევხვედროდით, ნახევარფინალში გასვლა შეგვეძლო, სადაც ჯერ არ მითამაშია.

როგორც ყველა, მეც მეტად გაწბილებული დავრჩი. რაც შეეხება სასიამოვნო მოგონებას, ერთი კონკრეტულის გახსენება მიჭირს, რადგან უამრავი რამ არის მოსაგონარი.

აქ თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. რაც მთავარია - ბოლონიელები ყურადღების ეპიცენტრში არ არიან და არც ზედმეტ წნეხს გრძნობენ, რაც თავისუფლად თამაშში ეხმარებათ. ასე იყო შარშანაც.

- რა შეიცვალა სიენის "მონტეპასკიში" გადასვლის შემდეგ?

- ახალ გუნდთან ახალი ციკლი, კარიერის ახალი ეტაპი დავიწყე. ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი, ამბიციურები ვართ და თითოეულ მატჩზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავდივართ.

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო, რაც გუნდის გამარჯვების საწინდარი უნდა გახდეს.

სწორედ ასეთი ფილოსოფიის გამო მოვიპოვე ბოლონიელ ქომაგთა შორის პატივისცემა, რასაც ძალიან ვაფასებ.

ასევე, ბოლონიელებმა დაიწყეს ახალი ციკლი განახლებული შემადგენლობით და მათ წარმატებებს ვუსურვებ.

- ყველაზე ახლოს "ვირტუსის" კაპიტან ჯუზეპე პოეტასთან ხართ.

- იგი ჩემი მეგობარია, შესანიშნავი კაპიტანია. ჯუზეპე თითოეულ თანაგუნდელს ეხმარება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თამაშისას, როცა ყველაფერი კარგად არ გამოდის, სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებს და მეგობრებსაც იყოლიებს.

ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ხასიათით ძალიან ჰგვანან და შესაძლოა, ამიტომაც გავუგეთ ერთმანეთს.

- კლუბის მფლობელ კლაუდიო საბატინისთან როგორი ურთიერთობა დაგრჩათ?

- ძალიან კარგი. "ვირტუსში" კონტრაქტის ამოწურვამდე ვითამაშე და პირველი სწორედ კლაუდიო საბატინი იყო, ვინც გზა დამილოცა.

მინდა ყველა ბოლონიელს მადლობა გადავუხადო იმ სითბოსთვის, რაც სამი წლის განმავლობაში ჩემდამი გამოხატეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა