ნიკამ შორეული ტყორცნებით "ლაგუნ აროს" "მენორკასთან" გასვლითი მატჩი მოაგებინა

სათაურში მოხმობილი ფრაზა გუშინ თითქმის ყველა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ დაბეჭდა. ეს შემთხვევითი არ იყო - ნიკა ცქიტიშვილმა შორეული ტყორცნებით "ლაგუნ აროს" "მენორკასთან" გასვლითი მატჩი მოაგებინა.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სტუმარი ლაგუნელები 2 ქულის სხვაობით იგებდნენ (76:74), მატჩი ბოლო წამებამდე ქულა-ქულაში გაგრძელდებოდა, რომ არა ცქიტიშვილის აფეთქება: მან გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო და ბასკები 82:76 დააწინაურა. სირენამდე 2 წუთით ადრე 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა კუნძულელებმა ვეღარ მოახერხეს და "ლაგუნ არომ" სეზონში მეორე გამარჯვება გაიფორმა - 96:87.

სკიტამ 15 ქულა ჩააგდო, საიდანაც 11 მეოთხე პერიოდში მოინაგრა. მან 23 წუთი ითამაშა, 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 15 ქულის გარდა 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბოლო წუთებზე ჩაგდებული ჯარიმების წყალობით 20-ქულიანი ბარიერი გადალახეს "ლაგუნ აროს" უკანახაზელებმა სალგადომ (22) და (ბარონმა) - 25.

სამი ტურის შემდეგ ცქიტიშვილის თანაგუნდელებს 2 მოგება მოუგროვდათ და ცხრილის შუიდან ზედა ნაწილში აინაცვლეს. "ლაგუნ არო" მომდევნო ტურში ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" უმასპინძლებს. მატჩი 24 ოქტომბერს ჩატარდება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა