ქუთაისში, 2012 წლის სპორტული შედეგების მიხედვით, ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები გამოავლინეს
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა, 2012 წლის სპორტული შედეგების მიხედვით, ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები გამოავლინეს.

სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობდა, ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ძალოსანი რაულ ცირეკიძე დაასახელა.

ცირეკიძემ წლეულს საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე, ოლიმპიადაზე კი B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საბოლოოდ ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა.

სხვა ნომინანტებთან შედარებით, მას უკეთესი შედეგები ჰქონდა და კომისიამ მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.

უფრო რთული გამოდგა წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულის გამოვლენა. საათნახევრიანი პოლემიკისა და განხილვის შემდეგ კომისიამ ღია კენჭისყრას მიმართა. თითოეულმა წევრმა თავთავიანთი ვერსია წარმოადგინა, ხმათა შეჯამების შემდეგ კი ქუთაისის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულიც გამოვლინდა. სპორტსმენებთან ერთად, დასახელდა ქუთაისის საუკეთესო მწვრთნელები და გუნდები.

საუკეთესო სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოება თვის ბოლოს, ქუთაისის მერიაში იგეგმება. ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენები 800 ლარით, მწვრთნელები კი 400 ლარით დაჯილდოვდებიან.

საუკეთესო სპორტსმენთა ათეული

რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა), გენადი ჩირგაძე (სამბო), ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი), ომარ გურჯიძე (თავისუფალი ჭიდაობა), შოთა გოგისვანიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ბაზაძე, სანდრო ბაზაძე (ორივე - ფარიკაობა), ლერი ჭელიძე, როსტომ ხახალეიშვილი (ორივე - ძიუდო), მერაბ თურქაძე (კრივი).

2012 წლის ქუთაისის საუკეთესო მწვრთნელები

გია ცირეკიძე (ძალოსნობა), გივი სარდანაძე (სამბო), მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა), კობა ახვლედიანი (თავისუფალი ჭიდაობა), ელგუჯა მარუაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მერაბ ბაზაძე (ფარიკაობა), დავით თევდორაძე (ძიუდო), ვეფხია ბალხამიშვილი (ძიუდო), სანატრელი ბებია (კიკ-ბოქსინგი), კუკური შავგულიძე (კრივი).

2012 წლის ქუთაისის საუკეთესო გუნდები

საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი" (ვაჟები), საფეხბურთო კლუბი "ტორპედო", ბალახის ჰოკეის გუნდი "უქიმერიონი (ვაჟები).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა