ქართველმა ცენტრმა "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ხელშეკრულების სამომავლოდ გაგრძელების "ოფციით"
24 დეკემბერს დავწერეთ: გიორგი შერმადინის წარმომადგენლები მოლაპარაკებას რუსული "კრასნიე კრილიას" ხელმძღვანელობასთან აწარმოებენო. იქვე დავწერეთ, რომ ეს გუნდი ევროჩელენჯზე გამოდის. გვახსოვს "კანტუს" მაისურით ევროლიგაზე ჩატარებული მატჩები და გიორგი საევროჩელენჯოდ ნამდვილად არ გვემეტებოდა.

საბედნიეროდ, 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შერმადინი არა მხოლოდ ევროლიგის რიგით გუნდში, არამედ მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა - 216 სმ სიმაღლის (1989 წელი) ქართველმა ცენტრმა ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ხელშეკრულების სამომავლოდ გაგრძელების "ოფციით".

გიორგის ისრაელის "მაქაბიში" არასაკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა, რითაც ცხადია, კმაყოფილი ვერ იქნებოდა, თუმცა ყოფილ კლუბზე მაინც დადებითად ლაპარაკობს:

- "მაქაბიში" სულ სამი თვე ვითამაშე. ისრაელში გატარებული დრო ყოველთვის საინტერესოდ გამახსენდება.

ცხოვრება გრძელდება და ისე მოხდა, რომ კარიერაც სხვა გუნდში უნდა გავაგრძელო.

"ოლიმპიაკოსში" ყველაზე მაღალი მაკედონიელი პერო ანტიჩია (210 სმ), რომელიც კარგად გვახსოვს, საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდანაც უტევდა.

წინასწარ გადაჭრით ძნელი სათქმელია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ შერმადინს "ოლიმპიაკოსში" სათამაშო დრო საკმარისად ექნება. თავადაც იმედიანადაა:

- მოხარული ვარ, რომ იმავე დონეზე ვითამაშებ, როგორც სეზონი დავიწყე. ბერძნული "ოლიმპიაკოსიც" ევროლიგის ტოპ-16-შია და სხვათა შორის, ჯგუფში "მაქაბისთან" მოხვდა. თელავიველებთან მეტად საინტერესო პაექრობები გველის. "ოლიმპიაკოსისთვის" ძალას არც ერთ შეხვედრაში დავიშურებ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ შერმადინი "მაქაბის" შემდეგ "ოლიმპიაკოსის" დაუძინებელი მტრის, "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა.

ახლა კი, როცა გიორგის ისრაელიდან წასვლის საკითხი დადგა დღის წესრიგში, მის მომავალ კლუბად ბერძნული გამოცემები "პანათინაიკოსს" ასახელებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ცდებოდნენ...

"ოლიმპიაკოსის" უახლოესი მატჩი ევროლიგაზე იგეგმება - 27 დეკემბერს ესპანურ "კახა ლაბორალს" ეწვევა. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ქართველი ცენტრი ბასკეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა