რევაზ ნაზღაიძემ 100-ქულიანი ზღვარი უნდა გადალახოს, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე შეძლოს გამოსვლა
საქართველოში 2012-2013 წლების სამთო-სათხილამურო სეზონი 21 დეკემბერს გაიხსნა და გუდაურში ქართველი სნოუბორდისტები პირველივე დღიდან შეუდგნენ ვარჯიშს.

2013 წელი მათთვის ძალიან დატვირთულია და თითოეული დღე მნიშვნელოვანი - ჩვენმა სპორტსმენებმა უნდა გააუმჯობესონ შედეგები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში.

პრიორიტეტად მაინც მსოფლიოს ჩემპიონატი რჩება, რომელსაც 14-28 იანვარს ქალაქი კვებეკი (კანადა) უმასპინძლებს.

17-22 თებერვალს კი, პირველად სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, საქართველოდან ორი ახალგაზრდა სპორტსმენი ქალაქ ბრასოვში (რუმინეთი) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

სნოუბორდის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძე ამბობს, რომ უმძიმესი და ურთულესი პირობების მიუხედავად, 2010-2012 წლებში, ზამთრის მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში ქართველ სპორტსმენს რევაზ ნაზღაიძეს, თავდადებული შრომის შედეგად, სალიცენზიო 57,60 ქულა აქვს მოპოვებული. სოკ-ის დებულებით კი, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მინიმუმ 100-ქულიანები მიიღებენ ასპარეზობის უფლებას.

თუ ეს ამოცანა შესრულდა, ჩვენი სპორტის ისტორიაში პირველ ქართველ სნოუბორდისტს ვიხილავთ ოლიმპიურ სარბიელზე, რაც ჩვენში სპორტის ამ სახეობას მეტ პოპულარობას მოუტანს და დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარებას.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა